ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში
სინამდვილეში ისინი [რადიკალური ოპოზიცია] ებრძვიან ფაქტორს. ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტორი და ის არის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. როგორც ფაქტორი. ადამიანი, რომელიც არ ერთვება საერთოდ პოლიტიკურ პროცესში დღემდე არის ფაქტორი და ასე იქნება მომავალშიც. – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში იწერება, რომ ცნობილი კრიმინალები, გვარამია და სააკაშვილი უნდა გათავისულდნენ და ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა, ეს არის რადიკალიზმის წახალისება.
„როდესაც ასეთ აბსურდს წერენ რეზოლუციაში ამით მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზმის წახალისება ხდება. ერთი რამ მინდა ვთქვა, სინამდვილეში ისინი [რადიკალური ოპოზიცია] ებრძვიან ფაქტორს. ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, როგორც ფაქტორი. ადამიანი, რომელიც არ ერთვება საერთოდ პოლიტიკურ პროცესში დღემდე არის ფაქტორი და ასე იქნება მომავალშიც. ყველა ვინც ებრძვის მას, სინამდვილეში ამ ფაქტორს, ამ შედეგს ებრძვის, ეს შედეგი არის სტაბილურობა, სიმშვიდე და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. სინამდვილეში მთავარი მიზანი არის არა პიროვნებასთან დაპირისპირება, ეს პიროვნებასთან დაპირისპირება არის გზა იმ მიზნისკენ და მიზანი არის ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, სიმშვიდის არევა და მშვიდობის დარღვევა. ეს არის საბოლოო მიზანი ამ შეტევის, რომელიც ხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე. ის არის ფაქტორი მშვიდობისა და სიმშვიდის ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამას ებრძვიან. მშვიდობას ებრძვიან ჩვენ ქვეყანაში. ესენი არიან ომის პარტია და ყოველ ჯერზე ამას ამტკიცებენ. ისინი არიან პარტია, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში არეულობა და ერთადერთი შანსი მათთვის არის მშვიდობის დარღვევასა და არეულობის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.