DW: გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ შოლცს პუტინის მიმართ პოზიცია არ შეუცვლია და ერდოღანის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება
„გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პოზიცია რუსეთის მიმართ იგივე რჩება. მას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს“, – ამის შესახებ RBC DW-ზე დაყრდნობით იუწყება.
მედიასაშუალების ცნობით, გერმანიის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება შოლცის მიერ რუსეთის მიმართ პოზიციის შეცვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
„გერმანიის კანცლერს სურს, რომ პუტინმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს“, – ციტირებს გამოცემა გერმანიის მთავრობის პოზიციას.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შეცვალა თავისი პოზიცია და ახლა ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საერთო ენა უნდა მოიძებნოს, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში.