თინა ხიდაშელი: … და სადღაც გაეროში სწორედ ირანზე რეზოლუციის კენჭისყრის სხდომიდან გაპარული ჩვენი ელჩი
“აქ ეს ბიჭები, დღეს ფაქტიურად საკუთარი განაჩენი რომ დაწერეს მხნედ და ამაყად, და სადღაც გაეროში სწორედ ირანზე რეზოლუციის კენჭისყრის სხდომიდან გაპარული ჩვენი ელჩი,” – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
ცნობისათვის, ირანის ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საკუთარი ქვეყნის ჰიმნი დღეს კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისთან მატჩის წინ არ შეასრულა, რაც მედიის თქმით, ირანის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრანტებისადმი აშკარა სოლიდარობის გამოხატულებაა.
აღსანიშნავია, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტა.
ცშეგახსენებთ, რომ ირანში ორ თვეზე მეტია მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანაში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა.
ირანელმა ფეხბურთელებმა მამაცობა გამოიჩინეს და რისკზე წავიდნენ. ფეხბურთელებმა ქვეყანაში მიმდინარე სასტიკი მოვლენები დაგმეს და ქალბატონებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამ ჟესტის ნახვისას ტრიბუნაზე ატირებული ირანელი ქალი ქომაგი.