რუსეთში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს
![რუსეთში ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს](https://gdb.rferl.org/009f0000-0aff-0242-c059-08da909513ab_cx0_cy55_cw0_w800_h450.jpg)
8 თებერვალს ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია.
ინტერფაქსის ცნობით, ხანძარი დაახლოებით ერთ საათში ჩააქრეს. სააგენტოს თანახმად, მცირე ქარხანა ეკუთვნის კომპანია Resource LLC-ს.
მედიას მოჰყავს საგანგებო ვითარებათა სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, წინასწარი მონაცემებით, ხანძარი გამოიწვია „ტექნოლოგიურ პროცესში დაშვებულმა დარღვევებმა“.
ნოვოშახტინსკი 9 კილომეტრითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან. შარშან ივნისში ორმა დრონმა იერიში განახორციელა ნოვოშახტინსკში მდებარე სხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ.