საელჩო ეძებს თურქეთში სამაშველო ოპერაციაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეს
თურქეთში საქართველოს საელჩო ეძებს ბათუმიდან მოხალისედ წასულ დანიელ ბულკაშვილს, რომელიც მეგობრებისა და ახლობლების ცნობით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა.