Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„ორი ფრონტის მებრძოლები“- უკრაინელი მოსამართლის და მომღერლის არჩევანი

„ორი ფრონტის მებრძოლები“- უკრაინელი მოსამართლის და მომღერლის არჩევანი

„მართლმსაჯულების აღსრულება - პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის გამართვა და უკრაინისათვის რეპარაციის მიღება, - შეუძლებელი იქნება ბრძოლის ველზე ჩვენი გამარჯვების გარეშე“, - ასე ფიქრობდა უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ივან მიშჩენკო, რომელმაც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ცოლ-შვილი პოლონეთში გახიზნა, თავად კი უკრაინის დამცველთა რიგებში ჩადგა.

თავდაპირველად მიშჩენკო რამდენიმე მოსამართლესთან ერთად ტერიტორიული თავდაცვის ძალებში მსახურობდა, მოგვიანებით კი უკრაინის არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფთან ერთად ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმს იცავდა. იმხანად მისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის რეფორმირება ერთმანეთთან შეუთავსებელი ჩანდა, მაგრამ ახლა უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ ეს ერთი და იმავე ბრძოლის ნაწილებია.

წინა ხაზზე რამდენიმე თვის ბრძოლის შემდეგ მოსამართლე მიშჩენკომ კვლავ ჩაიცვა მანტია და ქვეყნის ხელისუფლების დავალებით გაემგზავრა პოლონეთში, სადაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კომისიის ფარგლებში უკრაინის მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობს.

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ორივე ფრონტზე წინ უნდა ვიაროთ“, - ამბობს მოსამართლე მიშჩენკო, რომლის დემობილიზაცია პრეზიდენტ ზელენსკისთან შეთანხმდა.

თავისი მუსიკალური შემოქმედება „პაუზაზე დააყენა“ ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა და ბარდმა, სვიატოსლავ ბოიკომ, რომელმაც გიტარა დრონის მართვის პულტით შეცვალა და სამხედრო ფორმის გახდას გამარჯვებამდე არ აპირებს.

სასამართლო დარბაზიდან დაწყებული საბრძოლო მეგობრობა

უკრაინის საზღვრის გასწვრივ დიდძალი სამხედრო ძალის უწყვეტი კონცენტრაციის მიუხედავად, 2022 წლის 24 თებერვლამდე მოსამართლე მიშჩენკოს ბევრი უკრაინელის მსგავსად არ სჯეროდა, რომ „რუსეთი კიევს დაბომბავდა“.

მაგრამ როდესაც გასული წლის 24 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში პირველი რუსული რაკეტები ჩამოვარდა, მიშჩენკომ თავის სამუშაო კაბინეტს მიაშურა და ფეისბუკზე ასეთი პოსტი დატოვა: „უკრაინის უმაღლეს საკვალიფიკაციო კომისიაში მოსამართლეთა შერჩევის ყველა საკონკურსო პროცედურა შეჩერებულია. მომავალ შეხვედრამდე!“

ამის შემდეგ 44 წლის მოსამართლემ და სამი შვილი მამამ თავისი „ორპუნქტიანი გეგმის განხორციელება დაიწყო“. ცოლ-შვილი პოლონეთში გახიზნა, თავად კი კიევში დაბრუნდა, რათა დედაქალაქის დამცველთა წინააღმდეგობის რაზმებს შეერთებოდა. „არჩევანი არ იყო რთული. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, სასამართლო და მოსამართლეები უკრაინაში საჭირო აღარ იქნება“, - იხსენებს მიშჩენკო თავის მაშინდელ ანდერძს, რომელმაც მისი ცოლი შოკში ჩააგდო.

მან და მისმა ათმა მეგობარმა, რომელთაგან საწყისი სამხედრო მომზადება მხოლოდ ერთს ჰქონდა გავლილი, მოხალისეთა ბრიგადა „კიეველები“ ჩამოაყალიბეს. ამ ჯგუფშის წევრი იყო 24 წლის ანტიკორუფციონერი აქტივისტი, რომან რატუშნიც. მოსამართლე მიშჩენკო მას პირველად სასამართლო დარბაზში შეხვდა, სადაც კიევის დიდ საზოგადოებრივ პარკ "პროტასოვ იარიში" მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის საქმე განიხილებოდა, რასაც რომან რატუშნი ეწინააღმდეგებოდა.

„ჩვენ შორის სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და წარმომავლობის ადამიანები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მუდამ ერთმანეთისგან ვსწავლობდით რაღაც ახალს“, - ჰყვება მიშჩენკო თავის ბრიგადაზე.

„ჩვენ ძალიან მაღალ ფასს ვიხდით“

იმ დროს, როდესაც რუსეთის არმია კიევის ალყაში მოქცევას და თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობდა, მოხალისეთა ბრიგადა, რომელშიც მიშჩენკო მსახურობდა, საჰაერო დაზვერვას აწარმოებდა. მშვიდობის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მოხალისეები დრონებს მართავდნენ და უკრაინის არტილერიისთვის ზუსტ კოორდინატებს გადასცემდნენ.

უკვე გასული წლის მარტში მოსამართლე მიშჩენკო და მისი საბრძოლო ამხანაგები უკრაინის ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას შეუერთდნენ, ხოლო პროფესიონალი ოფიცრების კადრების მწვავე ნაკლებობის გამო, უკრაინის სარდლობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 30-კაციანი რაზმის მეთაურად დანიშნა. მალე ამ რაზმის ნაწილი ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან რუსეთის არმიის იერიშის შესაჩერებლად მიმდინარე ბრძოლაში ჩაება.

„მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი იმ ქვედანაყოფის ნაწილი, რომელიც ცნობილია იმით, რომ უკან არასოდეს იხევს და ყოველთვის წინ მიიწევს“, - ამბობს ივან მიშჩენკო.

ბრიგადამ, რომელშიც მიშჩენკო და მისი თანამებრძოლები იყვნენ, მოახერხა იზიუმთან რუსეთის სატანკო ნაწილის წინსვლის შეჩერება. მაგრამ ამ ბრძოლაში დაიღუპა რომან რატუშნი, რომელიც რამდენიმე კვირაში 25 წელის ხდებოდა.

„ჩვენ ძალიან მაღალ ფასს ვიხდით. ეს არის საუკეთესო ადამიანების სიცოცხლე. მაგრამ ეს არის თავისუფლების ფასი“, - ამბობს მიშჩენკო.

რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დანაკარგები გასაიდუმლოებულია. დასავლეთის ოფიციალური პირების ცნობით, ბრძოლებში 100 000 უკრაინელი დაიღუპა ან დაიჭრა, ხოლო რუსეთის შესაბამისი დანაკარგი 200 000-ზე მეტია.

დრონის მფრინავი - მომღერალი სვიატოსლავ ბოიკო

მოსამართლე მიშჩენკო ერთ-ერთია იმ ასობით ათას უკრაინელს შორის, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. „ტერაბარონა“, როგორც ამ ძალებს უწოდებენ უკრაინაში, რუსეთის ინტერვენციის პირველივე კვირებში სწორედ მოხალისეებისგან დაკომპლექტდა და ვის არ ნახავთ მათ შორის, უბრალო მოქალაქეებით დაწყებული და ცნობილი პოლიტიკოსებით, ჟურნალისტებით, მომღერლებითა და მსახიობებით დამთავრებული.

„ტერაბარონაში“, სანიტარულ რაზმში ჩაირიცხა ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ცნობილი უკრაინელი მომღერალი და ბარდი, სვიატოსლავ ბოიკო. იგი მონაწილეობდა კიევის ოლქის ქალაქ ირპენიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. შემდგომ კი გადამზადება გაიარა, დრონის პილოტის სპეციალობა აითვისა და ფრონტის არაერთ სახიფათო უბანზეც მოუწია ბრძოლა.

„დღესდღეობით ვიმყოფები დონეცკის ოლქში. ცოტა ხნის წინ დანაყოფი, რომელშიც მე ვირიცხები, - ეს არის საავიაციო დაზვერვის აერომობილური ჯგუფი, - ბახმუტის მახლობლად ასრულებდა საბრძოლო ამოცანას. მაგრამ სამი დღის წინ სარდლობის ბრძანებით ჩვენი ჯგუფი ბახმუტიდან გამოიყვანეს და გადაჰყავთ იმ მიმართულებით, რომელსაც ამჟამად უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - ამბობს სვიატოსლავ ბოიკო და დასძენს, რომ ხელში იარაღი აიღო და საკუთარი სასიმღერო შემოქმედება „პაუზაზე დააყენა“.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ასე მოიქცა არაერთი უკრაინელი მომღერალი, მუსიკოსი და ხელოვანი.

 

„უკრაინის დამცველთა რიგებში ძალიან ბევრი მომღერალი და ხელოვანია. მათ შორის კინოსა და თეატრის მსახიობები ახტემ სეიტაბლაევი და დმიტრო ლინარტოვიჩი, მომღერალი და მუსიკოსი ივან ლენო და ვასილ ჟივოსილ ლიუტი, ასევე ცნობილი მომღერალი ტარას ტოპოლია და ჯგუფი „ანტისხეულები“, ისინიც, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ წინა ხაზზე იმყოფებოდნენ, მაგრამ მე უშუალოდ ისინი არ მინახავს“, - ამბობს სვიატოსლავ ბოიკო.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელი მომღერალი ტარას ტოპოლია და ჯგუფ „ანტისხეულების“ წევრები, რომლებიც ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში საბრძოლო მედიკოსებად ირიცხებოდნენ, საბრძოლო ზონაში აღარ იქნებიან. ასეთი გადაწყვეტილება თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის მიუღია, რომლის ბრძანებით ცნობილი ანსამბლის წევრები ხარკოვის რეგიონში მდებარე საბრძოლო ზონიდან უკან კიევში დააბრუნეს. მომღერლები რჩებიან უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის რიგებში, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების ზონის ფარგლებს გარეთ.

„უკანდასახევი გზა არ არსებობს“

ზუსტად იმ დროს, როდესაც მისი თანამებრძოლი 24 წლის რომან რატუშნი ბრძოლაში დაიღუპა, ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ეს არის მიზანი, რაც მოსამართლე მიშჩენკოსა და მის თანამებრძოლებს აერთიანებთ და რისთვისაც ისინი სხვა უკრაინელ პატრიოტებთან ერთად პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმს „ღირსების რევოლუციის“ დროს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ.

ამის შემდეგ ძალიან მალე მიშჩენკოს ჯერ სარდლობიდან დაუწყეს რეკვა, შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან და სულ ბოლოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისიდანაც გაისმა მის ტელეფონზე ზარი. საბოლოო ჯამში, ის არმიიდან გაიწვიეს, რათა განეახლებინა მუშაობა მოსამართლეთა უმაღლეს საკვალიფიკაციო კომისიაში.

ამ ორგანოში, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატების შემოწმებაზე, შერჩევასა და დანიშვნაზეა პასუხისმგებელი, ერთად მუშაობენ უკრაინელი, ამერიკელი, კანადელი და ნიდერლანდელი მოსამართლეები. კომისიის მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ სასამართლო რეფორმის განხორციელებაში, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული სასამართლო სისტემა უკრაინის დემოკრატიის „აქილევსის ქუსლად“ ითვლება.

„ჩვენ ვებრძვით ძალიან ძლიერ და მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენვე ვართ ჩვენი თავისთვის. თუ ჩვენ დავკარგავთ ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერას, რუსეთის წინაშე მარტონი აღმოვჩნდებით“, - ამბობს მიშჩენკო.

მასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინის უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლე, ქვედა ინსტანციების 60 მოსამართლე და სასამართლოების დაახლოებით 326 რიგითი თანამშრომელი იბრძოდა. მიშჩენკო დარწმუნებულია, რომ ქვეყნის თავდაცვის საქმესა და სასამართლო სისტემის რეფორმირებაში მოსამართლეთა მონაწილეობა, საზოგადოების მხრიდან ნდობის აღდგენაში ეხმარება.

„ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება - ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, როგორც ომამდე იყო, ისე უკვე ვეღარ ვიცხოვრებთ“, - ამბობს მოსამართლე ივან მიშჩენკო.

მის ამ მოსაზრებას იზიარებს მომღერალი სვიატოსლავ ბოიკო, რომელიც რუსეთის ომის შემდეგ თავის წარსულსაც დაემშვიდობა და წარსულ პროფესიაზეც თქვა გარკვეული დროით უარი.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ თუ დავკარგავთ უკრაინას, დავკარგავთ ადამიანებს და არ დარჩება არავინ, ვისთვისაც ვიმღერებთ და კონცერტებს გავმართავთ. ამიტომ საკუთარი თავის წინაშე მე უმთავრეს მიზნად ვისახავ ოკუპანტისგან უკრაინის გათავისუფლებას. მთელი სიცოცხლე ჯარისკაცობას, ცხადია, არ ვაპირებ, მაგრამ გამარჯვებამდე აქ დავრჩები“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს სვიატოსლავ ბოიკომ, რომელმაც, როგორც თავად თქვა, სარდლობის ბრძანებით სამი დღის წინ დატოვა ქალაქი ბახმუტი.

ცოტა ხნის წინ მან თავის ფეისბუკის გვერდზე ატვირთა ბახმუტის თავდაცვის ძალების სარდლის მოადგილის, გენერალ-მაიორ დომანსკის ხელმოწერილი ბრძანება უმცროს სერჟანტ ბოიკოს „ბახმუტის დაცვისთვის“ დაწესებული მედლით დაჯილდოების შესახებ.

„ეს ჩემთვის დიდი პატივია! ვემსახურები უკრაინელ ხალხს“, - წერს სვიატოსლავ ბოიკო, დრონის პილოტი, მომღერალი და ბარდი, რომელიც ახლა იშვიათად თანამებრძოლებისთვის თუ მღერის ბრძოლისგან თავისუფალ დროს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Минфин Архангельской области оценил муниципалитеты по уровню качества организации и осуществления бюджетного процесса



Здоровье

Уникальный интерактивный проект Ставропольской психиатрической больницы на выставке-форуме «Россия»






Новости 24 часа

В ЖК «Восточное Бутово» продолжают строительство шестого по счету детского сада



Game News

Concord is skipping free-to-play and pulling a Helldivers 2 instead: $40 for the full game with all 16 heroes at launch



Москва

Сбой в работе Telegram длился более полутора часов



News Every Day

Watch awkward moment baffled French Open teen is ‘teleported’ into Eurosport studio for live TV interview



Авто

«Грузовичкоф» выступил в Санкт-Петербургской торгово-промышленной палате с предложениями для развития отрасли



Москва

Массовый сбой произошел в работе Telegram



Бато Багдаев

Новости и Культура, Дети и Россия: кукольный Театр Ульгэр выступил в Улан-Улан-Удэ в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник



Москва

Массовый сбой произошёл в Telegram 8 июня



Александр Зверев

Зверев сыграет с Алькарасом в финале "Ролан Гаррос"



Москва

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ



ЛокоТех

CЛД «Печора» филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» получило сертификацию для технического обслуживания локомотивов серии 2ТЭ25КМ в объёме ТО-2.



Симферополь

Пьяный мужчина упал с верхней полки на девочку в поезде Москва - Симферополь



Москва

Об отношении к русским в Азербайджане



Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры



Москва

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

РИА Новости: эксперт счел сбои в Telegram внутренней проблемой мессенджера

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ

Сбой в работе Telegram длился более полутора часов


Москва

Об отношении к русским в Азербайджане






Rss.plus

Профилактический рейд по противопожарной безопасности прошел сегодня в Ленинском округе

Ежегодная церемония вручения Всероссийской премии Евгения Зубова прошла в библиотеке Видного

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал

В ЖК «Восточное Бутово» продолжают строительство шестого по счету детского сада

Moscow.media
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Илья Лагутенко

Сколько заработал уехавший из России Илья Лагутенко




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Спортивные тренировки и мастер-классы пройдут на летнем фестивале в Москве

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России