სალომე ზურაბიშვილი: უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას ოდესაზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის ფედერაციის სარაკეტო იერიშს ტვიტერზე გამოეხმაურა და დაგმო.
„რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა“, – წერს ზურაბიშვილი.