დღესასწაულებზე მოკლული ქალები - ოჯახში ძალადობა ფოიერვერკებს მიღმა
9 იანვრის ღამეს, თბილისში, ქმრის მიერ მოკლული 27 წლის ქეთევან ედიბერიძე, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდში მუშაობდა. ის დაცვა-აღრიცხვის განყოფილების ლაბორანტი იყო. ქალის სიკვდილზე ლაპარაკი დღეს მის თანამშრომლებს უჭირთ.