პრემიერის ანგარიშის მოსმენას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არ ესწრებოდნენ
![პრემიერის ანგარიშის მოსმენას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არ ესწრებოდნენ](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-4e26-08dc977d9ce1_w800_h450.jpg)
საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩი არ ესწრებოდნენ. ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციონერმა დეპუტამა თეონა აქუბარდიამ, რომელიც სხდომათა დარბაზში პროტესტის გამო მხოლოდ რამდენიმე წუთით შევიდა.