Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

"მივდივარ სასამართლოზე, არც ბილეთი მაქვს აღებული, არც ვცდილობ ვინმეს რაიმე შევეხვეწო" - მამუკა ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოსგან მიიღო ცნობა, დღეს, 27 მარტს, მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით.
ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის“ გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ქართული ოცნების" პარლამენტში შექმნილმა კომისიამ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მამუკა ხაზარაძე 25 მარტს დაიბარა ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმის განხილვისას. ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება და ამტკიცებს, რომ ამ საქმეში მამუკა ხაზარაძეც იყო ჩართული.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მთელი ეს პროცესი ემსახურება იმას, "რომ საქართველოში მოკვდეს თავისუფალი აზრი", რომ ყველა თავისუფალი პოლიტიკური ჯგუფი, ამ შემთხვევაში "ძლიერი საქართველო", "იყოს დისკრედიტირებული".
"ტყუილი და მართალი არეული ერთმანეთში მიეწოდოს საზოგადოებას, რათა მოხდეს პოლიტიკური დევნა და მოხდეს პოლიტიკური სივრცის გასუფთავება კრიმინალური "ქართული ოცნების" ძალაუფლებისთვის", - თქვა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე და კომისიაზე მიუსვლელობის მიზეზად დაასახელა ის, რომ „პარლამენტს არ აღიარებს ლეგიტიმურად“.
"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ მისივე სასამართლოში, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც შეიძლება არსებობდეს - მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული - მზად ვართ, სასამართლოს წინაშე არგუმენტირებულად გავარჩიოთ. არ ვამბობთ, რომ არ მოვდივართ და პასუხებს არ გავცემთ, ჩვენ ყველა კითხვას აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. მე პატივს ვცემ საზოგადოებას, ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის განვლილ ცხოვრებას, არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება. ნარატივს, რომლის კულტივაციასაც ახდენენ, რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილა ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა, მასზე ხელის მოთბობა, ვერ ნახავთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ, ისე როგორც ვინმეს ქონება“, - თქვა ხაზარაძემ.
მისი სიტყვებით, "ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს, როგორც რუსი რეკეტიორი, მან ბიზნესზე წინა თავდასხმები ჩაანაცვლა უფრო დახვეწილი მეთოდებით, რუსული მეთოდებით - ეს არის მოგუდვის და ვითომ დამეგობრების მეთოდები, მაგრამ სინამდვილეში კომპანიებში წილში ჩაჯდომის მეთოდი".
მამუკა ხაზარაძის განმარტებით, "გადაწყვეტილება მიღებულია - ბრძოლა იქნება ბოლომდე, ციხეში ვიქნებით თუ გარეთ".
"მივდივარ სასამართლოზე, არც ბილეთი მაქვს აღებული, არც ვცდილობ ვინმეს რაიმე შევეხვეწო", - უპასუხა მამუკა ხაზარაძემ შეკითხვას, მოელის თუ არა დაკავებას.
საგამოძიებო კომისია 25 მარტს შპს „მაგნატის“ საქმეს განიხილავდა. სხდომაზე მიიწვიეს კომპანიის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე. ის წინა ხელისუფლების დროს ავტოგასამართი სადგურების ქსელ „მაგნატს“ ფლობდა. ჯემალ ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება. მისი თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო მამუკა ხაზარაძეც. მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „თიბისი ბანკის“ მეწილეები და ხელმძღვანელები იყვნენ.


კომისიის შესახებ„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:
საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
„ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России