Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

"მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან" - სალომე ზურაბიშვილი ცესკოს დადგენილებაში ცვლილებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4 აპრილს ბრიფინგზე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებას, რომელიც "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ნინო დოლიძემ "კარუსელის" აღმოჩენის შეუძლებლობისკენ მიმართულად შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეტანილი ცვლილებები "პირდაპირი აღიარებაა იმის, რომ გაყალბების ერთ-ერთი ფორმა [იყო], როდესაც ადამიანებს პირადობის დამტკიცებას და დადასტურებას არ სთხოვდნენ". მისი სიტყვებით, მიღებული ცვლილება "არის ლეგალიზება ამ გაყალბების ფორმის , ანუ „კარუსელების“ ლეგალიზება".

"ეს იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან. ვისაც ეჭვი აქვს, რომ რაღაც მომენტში იძულებულები გახდებიან, დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს უყუროს იმას, რას აკეთებენ და რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველა კუთხით ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა. მაგრამ ესეც არ გამოუვათ! ესეც იმის ნიშანია ჩვენთვის, „წინააღმდეგობის პლატფორმისთვის“, რომ ჩვენც უნდა მზად ვიყოთ. მზადყოფნა იმას ნიშნავს, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამისთვის მზადება. ეს არის სწორი გზა და ჩვენ, ყველანი ერთად, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე ნინო დოლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებას შეეხება და რომელიც, მისი სიტყვებით, ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას.

“ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს”, - წერს ნინო დოლიძე.

დოლიძეს მოგვიანებით წერილობით უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მის განცხადებას "მანიპულირების მორიგი კამპანია" უწოდა.

ცესკოს თანახმად, "საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას".

ცესკოს განმარტებით, "დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა" დამკვირვებლების უფლებებს. "ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით."

"კარუსელის" შემთხვევებზე, როგორებიცაა ერთი ამომრჩევლის მიერ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, ასევე სხვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ან პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა, დამკვირვებელი ორგანიზაციები საქართველოში ელექტრონული წესით პირველად 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ავრცელებდნენ ინფორმაციას.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, ასევე იყო ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, საარჩევნო პროცედურის დარღვევის მრავალი შემთხვევა.

პროკურატურა არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოძიებას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აწარმოებს, თუმცა პროცესის მიმართ ფართო პოლიტიკურ სპექტრში სანდოობის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო უწყებების წლების განმავლობაში მზარდი პოლიტიზაციის შესახებ ეჭვების ფონზე.

პროკურატურამ 2025 წლის 15 იანვარს გაასაჯაროვა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებზე.

2025 წლის 25 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России