Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„ევროკავშირის რეაგირება საფრთხის სიმძიმეს არ შეესაბამება“ - კიდევ რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლა 9 აპრილზე საუბრით დაიწყო. მან ისტორიული პარალელი გაავლო 1989 წელსა და დღევანდელობას შორის და განაცხადა, რომ დღესაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები „სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას“ იცავენ და „მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე საშიშ საფრთხეს — დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მომუშავე ჩუმ, მტრულ გზავნილებს“. სენატის წევრებმა სალომე ზურაბიშვილის თხოვნით წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა საქართველოში დემოკრატიის კრიზისზე საუბრით გააგრძელა და შეეხო იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
„საქართველო იცვლება — არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით. ეს არ ხდება ერთ ღამეში, არამედ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ რეალურ დროში ვუყურებთ, როგორ იშლება ჩვენი დემოკრატია ჩვენ თვალწინ. მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და დაპატიმრებებით პასუხობენ. ოპოზიციური პარტიები იდევნებიან, ემუქრებათ აკრძალვა და დაშლა. ასეულობით ათასი ევროს ოდენობის ჯარიმები ერიცხებათ მოქალაქეებს, არასამთავრობოებსა და მედიას — არა იმისთვის, რომ რამე დაარღვიეს, არამედ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი აქვთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. აგენტების კანონზე და სახელმწიფო ღალატის მუხლის კანონმდებლობაში დაბრუნებაზე.
„ჩვენ ვუახლოვდებით 1937 წლის რეპრესიებს. ჩვენი ინსტიტუტები ვეღარ გვიცავს. მართლმსაჯულება გადაიქცა მმართველი პარტიის იარაღად. ბოლო თვეებში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სასამართლოში პროკურატურის წინააღმდეგ არ მიუღიათ. ჩვენ ვუყურებთ ერთპარტიული სისტემის დაბადებას. ამ ყველაფრის უკან დგას ერთი კაცი — ამაზე პასუხისმგებელი, მიუწვდომელი. რუსეთის სტილის ავტოკრატიის აჩრდილი ეფინება ოდესღაც იმედიან ევროპულ დემოკრატიას. და ამ ყველაფრის უკან რუსეთის აჩრდილია“, - თქვა ზურაბიშვილმა.
მან საკუთარ სიტყვაში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ევროკავშირის რეაგირება გააკრიტიკა. ზურაბიშვილის აზრით, ევროკავშირის რეაქცია „კრიზისის სიმძიმეს არ შეესაბამება".
„ევროკავშირის რეაგირება არ შეესაბამება იმ საფრთხის სიმძიმეს, რომელიც ხდება. ეს არ არის უბრალოდ ქართული პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ევროპული გამოწვევა — სამმხრივი გამოწვევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და გამოწვევები რიგითობით ჩამოთვალა:
ლიბერალური დემოკრატიის გამოწვევა როგორც საქართველოში, ისე მთელ ევროპაში.

„თუ საქართველოში სამ ათეულ წელზე მეტი დროის მხარდაჭერის - ჯერ თვით მოსახლეობის ძალით, შემდეგ კი ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერით - შემდეგ დემოკრატია შეიძლება ასე ადვილად დაიშალოს, მაშინ რას ნიშნავს დემოკრატიის მდგრადობა? ასე მარტივად უნდა ინგრეოდეს? თუ ამას დავუშვებთ, გავაგზავნით გზავნილს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია და ავტორიტარებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, თუკი საკმარისად ცინიკურად იმოქმედებენ“.
გეოპოლიტიკური გამოწვევაა ევროკავშირისთვის.„საქართველო უბრალოდ პატარა სახელმწიფო არ არის. ის არის ევროპის სამეზობლოს ნაწილი და სტრატეგიულ ჯაჭვში მნიშვნელოვანი რგოლი...თუ საქართველო ჩავარდება ავტორიტარიზმში და რუსულ გავლენაში, ეს მთელი რეგიონისთვის იქნება დარტყმა — ეკონომიკურად, პოლიტიკურად და მორალურად“.
ეს ევროპის გლობალური სანდოობის გამოცდაა რუსეთის ფონზე.„თუკი ევროკავშირს არ შეუძლია დაიცვას ღირებულებები, რომლებსაც ათწლეულებია უწევს პროპაგანდას; თუკი ვერ ახერხებს იმ ხალხისა და ინსტიტუტების დაცვას, რომლებსაც თვითონ ეხმარებოდა; თუკი ვერ რეაგირებს ნათლად, მაშინ საფრთხის ქვეშ დგება მთელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სანდოობა. და ასევე — მისი თავდაცვის სტრატეგია. რადგან შეიარაღება — ნების გარეშე, სწრაფი რეაგირების გარეშე — უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიაა. ეს არ არის შეკავება, არ არის ძალა“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთს ახალი სტრატეგია აქვს, რაც ტანკების გარეშე დაპყრობას გულისხმობს. ამას კი სამი გზით ახერხებს: არჩევნებით მანიპულაცია, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ოლიგარქების მეშვეობით ინსტიტუციების შიგნიდან დაპყრობა. საქართველო კი ამ სცენარში სატესტო პოლიგონია.
„საქართველო არის გამოცდა. თუ ეს სტრატეგია წარმატებას მიაღწევს საქართველოში, ის შეიძლება გაიმეორონ სხვაგანაც — მოლდოვაში, რუმინეთში ან კიდევ უფრო ღრმად — ევროპაში. იმიტომ რომ ეს იაფია, ჩუმია და ჯერჯერობით გარედან სერიოზულ წინააღმდეგობას არ შეხვედრია“, - ამბობს ზურაბიშვილი.
მან ჩეხეთის სენატის წევრებს გამოსავლის გზებიც შესთავაზა. მათ შორის, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „ევროპამ უნდა იმოქმედოს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ რეალური საპასუხო სტრატეგიით“.
მან პარტნიორებს ოთხი რამ სთხოვა:
არჩევნების დაცვა — მოვითხოვთ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, მაგრამ ეს იქნება უშედეგო, თუკი არ გვექნება პრევენციული მექანიზმები, არა მხოლოდ მეთვალყურეობა.პოლიტიკური სიცხადე — გაახმოვანეთ ევროკავშირის პოზიცია საჯაროდ. უთხარით ქართველ ხალხს, რომელიც აშკარად პროევროპულადაა განწყობილი, რომ მარტო არ არის.სანქციები — სწრაფი, მიზნობრივი, ფინანსური — ისინი მუშაობენ, განსაკუთრებით იმათ წინააღმდეგ, ვინც აფინანსებს დემოკრატიის მოპარვას ან უჭერს მხარს.დაიცავით ღირებულებები — პროევროპული საზოგადოება, არასამთავრობოები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, ინსტიტუციები. თუ ახლა დავუშვებთ მათ დაშლას, ამას მიბაძავს ყველა ავტოკრატი, რომელიც ელოდება თავის შანსს.სიტყვის ბოლოს ზურაბიშვილმა სენატორებს მიმართა, რომ მათ იციან, რას ნიშნავს ოკუპაცია, პროპაგანდა და ხანგრძლივი დუმილი.
„თქვენ უჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს თავისუფლების მოპოვება. იცით, რომ თავისუფლება დაცვას მოითხოვს — არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ძალაუფლების დარბაზებში, სასამართლოებში, ქუჩებსა და ერის სულშიც.
დღეს საქართველო ამ ბრძოლაშია. ჩვენ არ გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენ ნაცვლად, მაგრამ გთხოვთ, იდგეთ ჩვენ გვერდით — ამოიღოთ ხმა, იმოქმედოთ მტკიცედ და ნათლად.
რადგან თუ დღეს ვერ დავიცავთ საქართველოს, ხვალ შესაძლოა ვნახოთ სრულიად განსხვავებული ევროპა“, - სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა მადლობით დაასრულა, ჩეხეთის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России