პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა
სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა.ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა და როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრინცმა უკრაინა დატოვა.სასექსის ჰერცოგი ჰარი უკრაინის ქალაქ ლვოვში ესტუმრა ცენტრს Superhumans, სადაც რეაბილიტაციას გადიან რუსეთთან ომში დაჭრილი სამხედროები.
BBC-ს ცნობით, პრინცი ჰარი ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა თავისი საქველმოქმედო ფონდის, Invictus Games-ის მიერ ორგანიზებული სპორტული თამაშების მონაწილე ოთხი ვეტერანის თანხლებით.ფონდის მიზანია მსოფლიოში დაშავებული სამხედროების რეაბილიტაცია სპორტში მათი ჩართვის გზით.თავად პრინცი ჰარი ათ წელს მსახურობდა დიდი ბრიტანეთის არმიაში.