Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

სუსის განცხადებით, აქციებზე Chlorobenzylidenemalononitrile გამოიყენეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიებამ "უტყუარ მტკიცებულებებზე" დაყრდნობით დაადგინა, რომ „BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები, საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღ "კამიტის" მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას”. ამის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე, 5 დეკემბერს, სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით - ,,ბრომობენზილ ციანიდი’’, იგივე ,,კამიტი’’ - "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია".
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის 4-5 დეკემბერს, საპროტესტო აქციებზე გამოყენებული იყო ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’ და მისი გამხსნელი -,,პროპილენ გლიკოლი’’, რომელთაგანაც" არცერთი არ წარმოადგენს აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას”.
Chlorobenzylidenemalononitrile, საერთაშორისო კატალოგებში ასევე მოხსენიებულია ცრემლსადენ გაზად - CS.
„აღნიშნული ნივთიერება [,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“] შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან, 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს, გამხსნელ ნივთიერება - ,,ტრიქლორეთილენთან’’ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს - გადაზიდვის კოდი UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც.
ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფრომაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, - ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439“, - აცხადებს უწყება.
სუსის თანახმად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებული 25 ნიმუშის ქიმიური ექსპერტიზა კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.
ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები და სხვა პირები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან.
"ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. ,,კამიტის’’ გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს", - აცხადებს სუსი.
აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ერთი წლის განმავლობაში არ დაუსახელებია, რა სახის ქიმიურ ნივთიერებას ურევდნენ წყალში, 2024 წლის აქციებზე, ათობით ათასი მომიტინგის წინააღმდეგ. ერთი წლის თავზე კი, BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, გააცხადა, რომ - გამოყენებული ფხვნილს სახეობას ექსპერტიზა დაადგენდა.
BBC-ის საგამოძიებო ფილმში, ექსპერტებზე დაყრდნობით გამოთქმულია ვარაუდი, რომ - საქართველოში გამოიყენეს Bromobenzyl cyanide - ძლიერ მომწამვლელი ქიმიური ტოქსინი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა და უკვე ათეულობით წელია, დემოკრატიული ქვეყნები მიტინგების დასაშლელად აღარ იყენებენ, რადგან, მაღალი კონცენტრაციით, ლეტალურიც იყოს.
პირველად სწორედ სწორედ BBC-ის მიერ შს სამინისტროს სისტემიდან მოპოვებულ დოკუმენტში გამოჩნდა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს [გდდ] ჰქონდა ქიმიური ნივთიერებები კოდებით - UN3439 და UN1710.
სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ექიმების ნაწილმა თავიდანვე განაცხადეს, რომ, სანდოობის აუცილებლობის გამო, გამოძიება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში უნდა წარიმართოს. 6 დეკემბერს საპროტესტო აქციაც იმართება.
იმის გამო, რომ გამოძიების მიმართ ნდობა არ არსებობს, სადავო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ - "საქართველოსთვის".
საპროტესტო აქციების დაშლისას წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება რომ იყო გარეული, ამას თავდაპირველად მომიტინგეები თავად მიხვდნენ - დამწვრობებისა თუ სასუნთქ გზებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გახანგრძლივებული სიმპტომებით. იმ პერიოდში, ბევრი მათგანი ამის შესახებ რადიო თავისუფლებასაც უყვებოდა.
ქიმიური იარაღების შესახებ საერთაშორისო კონვენციით (CWC) დაშვებულია, ნებისმიერი ქვეყნის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენოს; მაგრამ კონვენცია ასევე აღწერს, რომ გამოსაყენებლად დასაშვები “ცრემლმდენი გაზის” ზემოქმედება და სიმპტომები “ხანმოკლე პერიოდში უნდა გაქრეს”.კონვენციის თანახმად, "მასობრივი არეულობის კონტროლის აგენტების” [“ცრემლმდენი გაზის”] გამოყენება დაუშვებელია საბრძოლო მოქმედებების, ომის პირობებში.

საერთაშორისო კვლევებით, მძიმე დაზიანება და ლეტალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ცრემლსადენი გაზის სახელით ცნობილი და დასავლურ პრაქტიკაში დაშვებული ნებისმიერი ნივთიერების გამოყენებასაც, თუკი სათანადოდ არ იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები.
ეუთო/ოდირის გზამკვლევში [„სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებისა და საჯარო შეკრებების დროს მართლწესრიგის უზრუნველყოფის შესახებ“] გათვალისწინებულია ყველაფერი: ცრემლმდენი გაზის გამოყენების დაგეგმვა, ხალხის გაფრთხილება, სივრცე და ტერიტორია, სადაც შეიძლება ან არ შეიძლება გაზის გაშვება, მიტინგზე მისული ადამიანების განზრახვები, გარშემო მყოფი ხალხი და ამინდიც კი. მკაცრი კონტროლია რეკომენდებული - ნივთიერებების გამოყენების დოზებისა და გამოყენების დისტანციის მხრივ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России