Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

სარჯველაძე BBC-ს გამოძიებაზე: ნივთიერება, რომელზეც საუბრობთ, წყალში არ ზავდება

​„ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს სჯერა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დაშლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა კანონის დაცვით. მისი შეფასებით, BBC-ს გამოძიებაში აქციის დაშლის დროს სავარაუდოდ გამოყენებულ ნივთიერებაზე საუბრით, „მოგონილი აჟიოტაჟია ატეხილი“.

„ვიდრე ადამიანებს ეტყვით, თითქოს კონკრეტული ნივთიერებით მოწამლეს, მანამდე მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო - ნივთიერება [„კამიტი“], რომელზეც ადამიანებს ეუბნებით რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება - ეს ელემენტარული ქიმიაა...“ - თქვა სარჯველაძემ.

BBC-ის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:„ქიმიური სითხე UN 1710“ - BBC-ის განმარტებით, ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE), - „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის;„ქიმიური ფხვნილი UN 3439“ - ქოლგა ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას მოიცავს, თუმცა დემონსტრანტების სიმპტომების გათვალისწინებით, BBC-ს ექსპერტები ეუბნებიან, რომ ეს არის ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.გამოცემის თანახმად, მათ „არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა“ ამ დოკუმენტის ნამდვილობა და გარემოება, რომ ეს ორი დასახელების ნივთიერება გამოიყენებოდა.ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „კამიტი“ დამოუკიდებლად არ იხსნება წყალში ისე, როგორც, მაგალითად, შაქარი, მისი წყალში შერევა და ჭავლით გაფრქვევა შესაძლებელია. დამატებით, შესაძლებელია ემულსიის მისაღებად ორგანული გამხსნელის, მაგალითად, TCE-ის დამატება, - BBC-ის ცნობით, სწორედ ეს გამხსნელია ინვენტარში ნახსენები.დღეს მიხელი სარჯველაძეს ჟურნალისტმა რამდენჯერმე ჰკითხა, ცნობილია თუ არა მისთვის, რა ნივთიერებას ურევდა წყლის ჭავლში შინაგან საქმეთა სამინისტრო გასულ წელს აქციის დაშლის დროს:

„მე მეუბნებიან, რომ კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-ს, BBC-მ გადაუმოწმებლად, ნებსით თუ უნებლიედ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ, თურმე მე უნდა დავჯდე და რაღაც კონკრეტული ინფორმაციები ვარკვიო, რომელიც აპრიორი ვიცი, რომ აბსოლუტურად მცდარი და მტკნარი ტყუილია“.

არცერთი მაღალჩინოსანი, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს გამოყენებული ნივთიერების შესახებ, ნივთიერების სახელსა და ქიმიურ შემადგენლობას არ ასახელებს.

რამდენიმე დღის წინ, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:

„სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და„უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.

სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს BBC-ს საგამოძიებო ფილმის რესპონდენტები. მათ შორის ექიმები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России