Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მიხეილ სააკაშვილი: “მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსთავის ციხეში შეხვდა თავის 58-ე დაბადების დღეს, 21 დეკემბერს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
“2021 წელს ამ ციხეში შემოსვლისას 53 წლის ვიყავი, დღეს უკვე 58 წლის გავხდი. ვისაც უნდა ჩემთვის რამის ჩუქება, დაუკავშირდით ნანუკა ჟორჟოლიანს და მისი მეშვეობით სხვა პოლიტპატიმრების ანგარიშზე ჩარიცხეთ თუნდაც მცირე თანხა, მე ამ ეტაპზე დახმარება არ მჭირდება”, - წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც წერილში იხსენებს თავისი პოლიტიკური კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებს.
“1995 წელს მივატოვე იურისტის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკის წამყვან იურიდიულ ფირმაში. წამოვედი ჩემი ბინიდან ცენტრალურ პარკთან და დავბრუნდი საშიშ, ცივ საქართველოში, რომლიდანაც ყველა გაქცევაზე იყო. იქ შევქმენი საფუძველი და 2003 წლიდან ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ქვეყანა გამოვიყვანეთ სრულიად უიმედო და უპერსპექტივო მდგომარეობიდან, ვაქციეთ მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოდ. 2008 წელს, რუსეთი, რომელიც ვერაფრით გვპატიობდა, რომ დავამტკიცეთ მის გარეშე წარმატებული არსებობის შესაძლებლობა, დაგვესხა თავს. ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში, ასევე მეც 2008 წელს, მიუხედავად პირადად პუტინის მხრიდან მოკვლის მუქარისა, უარი ვთქვი საქართველოს დატოვებაზე და ჩვენ გადავარჩინეთ ის. 2012 წელს უყოყმანოდ ვეცი პატივი ქართველი ხალხის უმეტესობის (ჩემი აზრით მცდარ) გადაწყვეტილებას და სრულიად მშვიდობიანად გადავაბარე ძალაუფლება. 2021-ში მივატოვე უკიდურესად კომფორტული ცხოვრება, ახალგაზრდობიდან მოყოლებული ჩემს მეორე სამშობლოდ ქცეულ უკრაინაში და სიცოცხლისთვის დიდი რისკის ფასად ჩამოვედი აქ, რათა მინდოდა ქართველების გამოღვიძება მოახლოებული დიდი კატასტროფის წინ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკმაყოფილებით შენიშნავს, რომ ქართველების კონფორმისტულმა ნაწილმა (რაც მისი თქმით, პროცენტულად სერიოზულ ციფრს შეადგენს) უგულებელყო მისთვის წაყენებული უსამართლო ბრალდებები, გაატარა მისი პატიმრობა, მოწამვლა, წამება და ახლაც სრულიად ეგუება ამ ყველაფერს. სააკაშვილის თქმით, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახერხა შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დაამტკიცა, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია.
“ამიტომ ჩვენ დაგვატყდა მათი პროპაგანდისტული მანქანის მთელი სიმძლავრე და ქართველების დიდ ნაწილს ჩააგონეს, რომ 9 წელი წარმატების და სწრაფი წინსვლის თურმე ძალადობრივი რეჟიმი იყო, რომელიც საკუთარ ხალხის წამებით იყო დაკავებული. ამავე დროს ძალიან ბევრი ქართველი არ დაემორჩილა ამ პროპაგანდისტულ ნარატივს, ვახსოვარ, მხარს მიჭერენ, ზოგიერთი დარდით გადაჰყვა კიდევაც ჩემს მდგომარეობას. მე ერის ამ ნაწილის უსაზღვროდ მადლიერი ვარ, თქვენმა მხარდაჭერამ და ასევე უკრაინის და მსოფლიოში გაბნეული ჩემი გულშემატკივრების თანადგომამ გამაძლებინა აქამდე. მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ჩვენს ბრწყინვალე ქალაქს - ლაზიკას! დიდება თავისუფლებას! Слава Україні!”, - წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 21 დეკემბერს 58 წელი შეუსრულდა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული და მათგან რამდენიმეში უკვე მსჯავრდადებულიც, საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერსვე დააკავეს.
ციხეში შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი ჯერ ციხის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოლოს კი კლინიკა ვივამედში, სადაც ის 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფებოდა.
რუსთავის ციხეში სააკაშვილი 2025 წლის 12 ნოემბერს დააბრუნეს. "მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას", - ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა 12 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. .

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России