Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

სახურავი, ღობე, ფერები - „ოცნება“ ესთეტიკურ ნორმებს უწესებს შენობებსა და ქუჩებს

2025 წლის 18 დეკემბერს “ქართული ოცნების” მთავრობამ დადგენილებით განსაზღვრა, როგორი უნდა იყოს საქართველოში (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) შენობა-ნაგებობის “ესთეტიკური მახასიათებლები” - შენობების ფასადი, სახურავი, ღობე, ფერების პალიტრა, ქუჩები.
ამ მოთხოვნების დარღვევა, შესაძლოა, მშენებლობის ნებართვაზე უარის მიზეზიც გახდეს.
არქიტექტურული პროექტის დამუშავებისას სახელმწიფოსთან უნდა შეთანხმდეს სახურავის და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები და ფერები.
აი, რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, რომლებიც მშენებლებმა უნდა დაიცვან:
ფასადი, ღობე და მათი ფერები უნდა შეესაბამებოდეს გარემოს, ქუჩების ესთეტიკას და ბუნებრივ ლანდშაფტს;სახურავის ფორმა და პროპორციები თანხვედრაში უნდა იყოს ურბანულ ქსოვილთან, ურბანულ სილუეტთან და შერწყმული იყოს განაშენიანების საერთო ხასიათთან;მოსაპირკეთებელი მასალები უნდა ინარჩუნებდეს „ისტორიული იდენტობას“ ან „ჰარმონიულ ერწყმოდეს თანამედროვე სტილს“.

დადგენილებას თან ახლავს სახურავის და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები და ფერები (ტონები). აი, მაგალითად:
ამ ფოტოზე ასახულია სახურავის მასალები - თიხის თანამედროვე კრამიტი და თიხის კრამიტთან მისადაგებული თანამედროვე მასალა.
მთიანი რეგიონებისათვის სახურავის ტრადიციულ მასალებში შეტანილია ფიქლის ქვებიც.
ხოლო ფასადების მოსაპირკეთებელ მასალებში შედის აგური, რიყის ქვა, ადგილობრივი ქართული ქვა.
ამ წესით დადგენილი მოთხოვნებით:
შენობის ფასადი - საერთო განაშენიანების “ვიზუალურ მთლიანობას” უნდა ემთხვეოდეს;ფანჯრების პროპორციები, აივნები და ღიობები კი - შენობა-ნაგებობის სტილს და “ქუჩების საერთო ესთეტიკას” უნდა შეესაბამებოდეს;ღობე (როგორც ქუჩის პეიზაჟის წამყვანი ელემენტი) უნდა ქმნიდეს შენობა-ნაგებობის და ქუჩის, საზოგადოებრივი სივრცის “ჰარმონიულ ერთიანობას” და “ღობის ფორმა უნდა იყოს მარტივი და სწორხაზოვანი”.

პროექტს წინ უნდა უძღოდეს კვლევა.
ეს წესი არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკულტო ნაგებობებზე.
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ უკვე მიიღო დავალება, ათ დღეში გამოაქვეყნოს ღობის დიზაინის სარეკომენდაციო ნიმუშები, ხოლო თბილისის მერიამ დაადგინოს დედაქალაქის შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები.
“ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ ამ წესების შემუშავებისას “დეტალურად შეისწავლეს ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ის “თუ როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში ქალაქების მსგავსი რეგულაციების მოწესრიგება და დანერგვა”, - ამბობს "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების დადგენილების პროექტი დეკემბრის დასაწყისში კერძო სექტორსაც გააცნო.
“არაფერი იზღუდება… ჩვენი მიზანია, რომ მასობრივი განაშენიანება, განსაკუთრებით რეგიონებში, იყოს სტანდარტიზებული იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში მაქსიმალურად შევიტანოთ ესთეტიკური იერსახეები“, - ამბობს “ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრი.
ევროპის ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვას, რაც იმას გულისხმობს, რომ ისტორიულ გარემოში ნებისმიერი რამ, ფასადი იქნება ეს, შენობის სახურავი თუ სხვა ელემენტები, შესაბამისი დადგენილებებისა და სპეციალისტთა გადაწყვეტილების მიხედვით იცვლება და არქიტექტურულ მემკვიდრეობას იცავს ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციაც.
თუმცა ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტები გეგმავენ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შენობები კონკრეტულ უბანში ან მთელ ქალაქში. სხვადასხვა წესი მოქმედებს ისტორიული დაცვის ზონებში და მის მიღმა. მთელ ქვეყანაში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა), ერთნაირი ფერების, ღობეების ან ფასადური სტილის რაიმე სავალდებულო სტანდარტი არ არსებობს
“ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ უკვე იკვლევენ ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებს, თითოეული მათგანისათვის “დეტალური პროექტის” შესადგენად.
ამ დადგენილების მოთხოვნების შესრულება 2026 წლის 1 ივლისამდე სარეკომენდაციო ხასიათისაა. შემდეგ კი ის სავალდებულო გახდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России