Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ოთარ ფარცხალაძე შსს-მ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა - საქმე გახსნილად გამოაცხადა

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. ამის შესახებ დღეს, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა.
"შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ", - თქვა შს მინისტრის მოადგილემ.
მანვე განმარტა, რომ მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
საქმის შინაარსი"ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
გელა უძილაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილილევან ჯანგველაძის „კილერობისათვის“ მსჯავრდადებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელიც მიქაძეების მეგობრის, გიორგი ჯოხაძის პირად მცველად მუშაობდა სამი წლის განმავლობაში. მან მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყო შეკვეთა-ანგარების ვერსია და ის პირადი შურისძიებით ახსნა. მოსამართლემ მას 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
რას ამბობს გამოძიებაგამოძიების ვერსია ასეთია:
2021 წლის დასაწყისში დავით მიქაძემ და მისი დაცვის უფროსმა, დავით ჩუბინიძემ - იცოდნენ რა, რომ დაზარალებული, ვინმე ვახტანგ კობიაშვილი, საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, მათი „მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განიზრახეს“;ამ მიზნით დავით ჩუბინიძემ - დავით მიქაძესთან შეთანხმებით - აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა, რომ იარაღები თითქოსდა დაუდგენელმა პირმა მოიპარა;შედეგად, მიქაძე და ჩუბინიძე „მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ კობიაშვილის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს: GLOCK – 42-ის; SIG-SAUER - P-320 COMPACT MEDIUM-ის; DANIEL DEFENSE - DDM4 PDW-ის; NAA - 22 LLR-ის და BARNOW – CORECCO მოდელის ცეცხლსასროლ იარაღებს;ამის შემდეგ მიქაძე და ჩუბინიძე შეხვდნენ კობიაშვილს, დაინტერესდნენ პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით და „კიდევ ერთხელ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა“;გამოძიება ასევე ამბობს, რომ მიქაძემ და ჩუბინიძემ ამ იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK - 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, ვინმე „დავით ღოღელიანზე გაასაღეს“;ეს იარაღი, გამოძიების თანახმად, ამოღებულია ღოღელიანის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.დავით ღოღელიანი დაუკავებიათ 19 სექტემბერს - ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით; ის წინასწარ პატიმრობაშია.

მიქაძე ჯანგველაძის მკვლელობის საქმეშიდავით მიქაძეს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წაყენებული:
ლევან ჯანგველაძის საქმეზე ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;გარდა ამისა, რამდენიმე თვეში მას ბრალი წაუყენეს ჯანგველაძის საქმეში ჩართული ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის „მუქარის“ გამო.ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ბრალიროგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა,
"დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
ბრალდების მხარე ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს და მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.
ოთარ ფარცხალაძე და „კავშირი FSB-სთან“აშშ-ისა და ბრიტანეთის მთავრობების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე (ამჟამად - ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი) არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი.
ბერა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარია.პროკურორობამდე ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებებში მუშაობდა.
2013 წლამდე იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, მანამდე - უფროსის მოადგილე, კიდევ უფრო ადრე კი - ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
პროკურატურაშიც და ფინანსურ პოლიციაშიც მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო, - რომელიც მოგვიანებით თავად მუშაობდა მთავარ პროკურორად, 2024 წლამდე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. უწყების თანახმად, ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობისთვის მოხვდა სიაში. კერძოდ:
ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად;ალექსანდრ ონიშჩენკო არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) ოფიცერი.დოკუმენტის თანახმადვე, სავარაუდოდ, სწორედ ონიშჩენკო დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ფარცხალაძეს „სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად ჩადის ხოლმე რუსეთში“.
დოკუმენტში წერია, რომ ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოსახდენად იყენებენ“.
დოკუმენტის თანახმადვე, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
სულ მცირე, 2024 წლიდან ოთარ ფარცხალაძემ გვარში „რომანოვი“ დაიმატა. როგორც მისმა კიდევ ერთმა მეგობარმა, მამუკა ფიფიამ უთხრა მედიას:
„ბატონმა ოთარმა გამოიძია თავისი ფესვები და მიაგნო თავის გვარს. გვარი შეიცვალა... რომანოვების დინასტიიდან ბრძანდება ბატონი ოთარი...“
მამუკა ფიფია არის პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, საგარეო მდივანი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России