უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო: ენერგოსისტემის აღსადგენად საჭიროა ორი თვე იერიშების გარეშე
ენერგეტიკის ობიექტებზე დატრყმების შემცირების შემთხვევაში უკრაინა ორი თვის განმავლობაში შეძლებს დაუბრუნდეს ელექტროენერგიის გაუთიშავად ცხოვრების პირობებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არტიომ ნეკრასოვმა.
„ახლახან ჩატარდა გათვლები. ახლა რომ დარტყმები შეწყდებოდეს, ენერგოსისტემის აღდგენას ორი თვე დასჭირდებოდა,“ თქვა მან.
ნეკრასოვის თანახმად, შემოდგომის განმავლობაში რუსეთის იერიშების შედეგად დაზიანებულია ენერგოობიექტები, რომელთა საერთო სიმძლავრეა 8 ათასი მეგავატი. დეკემბრისთვის უკვე აღდგენილია ამ სიმძლავრეების დაახლოებით ნახევარი, იტყობინება ენერგეტიკის მინისტრი.
როგორც მისმა მოადგილემ, მიკოლა კოლიოსნიკმა თქვა, ამ მომენტისთვის ვითარება კვლავაც რთულია, ვინაიდან ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატურად ხორციელდება იერიშები, რაც გამუდმებით საჭიროებს საგანგებო რემონტებს.