Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ფარცხალაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მტკიცებულებად რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენება სახელდება

ყოფილი მთავარი პროკურორის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში დევს ჩვენება რუსეთის ორი მოქალაქისა, რომლებიც, როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში თავისი ფეხით მივიდნენ.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ორივე მოწმე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მეგობარი იყო. ისინი ჯერ საგამოძიებო უწყებაში დაკითხეს, შემდეგ კი - მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში.

ოთარ ფარცხალაძეს სწორედ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში სდებენ ბრალს. მას სასამართლომ პატიმრობა დღეს, 30 დეკემბერს, დაუსწრებლად შეუფარდა.

"რუსეთის მოქალაქეებმა მიმართეს საგამოძიებო ორგანოს, მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს. მათ გადაწყვიტეს, რომ გამოძიებას დაეხმარონ... ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ ლევან ჯანგველაძე მათ უყვებოდა, რომ ფარცხალაძეს დაპირისპირება ჰქონდა მასთან, მათ შორის ასახელებენ მიქაძეებს, რომლებსაც დაპირისპირება ჰქონდათ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით. ლევან ჯანგველაძე შიშობდა და უსაფრთხოების ზომები ჰქონდა მიღებული", - ამბობს პროკურორი.

მისივე სიტყვებით, ორივე მოწმემ საქართველო უკვე დატოვა და არსებითი განხილვის ეტაპზე დაიკითხებიან.

აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით კი, ისინი დაბრუნებას აღარ აპირებენ, რაც დაკითხვის ოქმების შინაარსიდანაც ჩანს.

დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეში პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, ჩვენება კი რუსეთის მოქალაქეებისა, რომლებიც თავს ჯანგველაძის მეგობრებს უწოდებენ, ირიბი მტკიცებულებაა და არაფერს ადასტურებს მკვლელობის ორგანიზების თაობაზე.

"არ შეიძლება ბრალი წარუდგინოთ ადამიანს, თუ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება. ამის შემდეგ ირიბი ჩვენება შეიძლება გახდეს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი. საოცარი ამბავი, ირიბი ჩვენებები არის კონფლიქტთან დაკავშირებით და არა [მკვლელობის] შეკვეთასთან დაკავშირებით...რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები თურმე და განაცხადეს, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ მათ ჰქონდათ ბიზნესდავა. რომელ ბიზნესზეა საუბარი? გამოკვეთილია რაიმე [სიგარეტის ბიზნესი] რომ არსებობდა? მოწმეთა ჩვენებებით მხოლოდ დასტურდება რაღაც კონფლიქტის არსებობა და ეს კონფლიქტი არსებობდა თუ არა საერთოდ, ეს დასადგენია", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ვინ არიან ეს მოწმეები და რას ამბობენ? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად პროკურატურა დაინტერესებულ პირებს სასამართლო სხდომებზე სიარულს ურჩევს.

საქმე 35-ტომიანია, აქედან ნაწილი გელა უძილაურის საქმის მასალებია, 7 ტომი კი სრულიად ახალი მასალები.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელიც მკვლელობას ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს განზრახული და მით უმეტეს შეკვეთილი, არ ყოფილა. მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

პროკურორი არ იზიარებს დაცვის მხარის კრიტიკას მტკიცებულებების არარსებობაზე და ამბობს:

"საქმე მოცულობითია, 35 ტომია, ცალკე აღებული მოწმის ჩვენების შეფასება, ექსპერტიზის დასკვნის შეფასება, ასე არ ხდება, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, ჩვენ ერთობლიობაში საკმარის მტკიცებულებებად მივიჩნიეთ, რომ ბრალი წარგვედგინა."

პროკურატურის ცნობით, ფარცხალაძემ საქართველო რუსეთის პასპორტით 2025 წლის ივნისში დატოვა. მასზე ძებნა გამოცხადდება.

29 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე „სრულად გახსნილია“.

მანვე განმარტა, რომ მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.

ამ საქმეზე „კილერობისთვის“ მსჯავრდადებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელიც მკვლელობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს განზრახული და მით უმეტეს შეკვეთილი, არ ყოფილა. მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.ამჟამად სასამართლო განიხილავს სანდრო (ჯანო) წივწივაძის საქმეს - ის ბრალდებულია იმ იარაღის უკანონოდ გასხვისებაში, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს;ასევე გრძელდება ბიზნესმენი ძმების, გიორგი და დავით (დათუნა) მიქაძეებისა და მათი გარემოცვის წევრების საქმე - მათ მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. ყველანი უარყოფენ ბრალს.

ოთარ რომანოვ ფარცხალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2026 წლის 19 თებერვალს დაინიშნა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России