Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რუსეთმა გამოაქვეყნა პუტინის რეზიდენციის „მიმართულებით მოქმედი" დრონების „განადგურების სქემა“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დღეს, 31 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე „მიზანმიმართული ტერორისტული შეტევა“ იყო „კიევის რეჟიმის“ მხრიდან.

რუსეთის ამ რეგიონში მდებარე სახელმწიფო რეზიდენციაზე 91 უკრაინული დრონით შეტევის შესახებ ჯერ კიდევ 29 დეკემბერს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. რეზიდენციაზე შეტევის თაობაზე პუტინმა სატელეფონო საუბრისას, 29 დეკემბერს უთხრა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსაც.

უკრაინამ რუსეთის განცხადებას ტყუილი უწოდა.

ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენცია ქალაქ ვალდაიდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარეობს.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა „პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით მოქმედი უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების სქემა“.

ეს „სქემა“ წარმოადგენს რუკაზე მონიშნულ ადგილებს, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინული დრონები ჩამოაგდეს. საზენიტო-სარაკეტო ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ალექსანდრ რომანენკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვალა რომელ რაიონში რამდენი დრონი და რომელ საათზე ჩამოაგდეს.

რუსი გენერლის თანახმად, „28-დან 29 დეკემბრის პერიოდში კიევის რეჟიმმა მიმართა ტერორისტული შეტევის მცდელობას შორ მანძილზე მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ნოვგოროდის ოლქში“, შეტევა კი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქების ტერიტორიიდან განხორციელდა.

რომანენკოვის მიერ ბრიფინგზე წაკითხული სიის მიხედვით, პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმისთვის გამზადებული უკრაინული დრონები ნოვგოროდის ოლქის გარდა ჩამოაგდეს ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში - ბრიანსკის ოლქში - 49, ნოვგოროდის ოლქში - 41 და სმოლენსკში - 1.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელშიც ერთ-ერთი სამხედრო მეთაური აჩვენებს ჩამოგდებულ უკრაინულ დრონს „ჩაკლუნ-ბ“. არანაირი სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, რომ ეს დრონი პუტინის რეზიდენციაზე „შეტევის მონაწილეა“.

გენერალ-მაიორმა რომანენკოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევა იყო მიზანმიმართული, დაწვრილებით დაგეგმილი და ეშელონირებული ხასიათი ჰქონდა“, თუმცა მოიგერიეს და „არ დაუშვეს" ნგრევა და რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციისთვის ზიანის მიყენება.

ბოლო დღეებში არაერთი გამოცემა ამახვილებდა ყურადღებას, რომ 29 დეკემბერს, როცა რუსეთის თანახმად, უკრაინამ დრონებით შეუტია ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ ვალდაისთან მდებარე რეზიდენციას, ადგილობრივი მცხოვრებნი და მედიასაშუალებები არაფერს იუწყებოდნენ ამ რაიონში აფეთქებების შესახებ, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდება რუსეთის რეგიონებზე უკრაინული დრონებით შეტევის დროს.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა დაბა როშჩინოს მცხოვრების, ვინმე იგორ ბოლშაკოვის ვიდეოც, რომელშიც ის ჰყვება, როგორ გააღვიძა ხმაურმა და ვალდაის ტბის მხრიდან „ცხოვრებაში პირველად გაიგონა რაკეტის ხმა“.

რუსეთის განცხადებებს პუტინის რეზიდენციაზე დრონებით შეტევის შესახებ, „ფეიკი“ და უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმებების ჩაშლისკენ მიმართული „საინფორმაციო ოპერაცია“ უწოდა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა.

მის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, „ვალდაიზე შეტევის“ თემას კი გამოიყენებს მოლაპარაკებების პროცესში პოზიციების გაძლიერებისა და საახალწლო დღეებში უკრაინაზე კომბინირებული შეტევების გამართლებისთვის და უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის.

29 დეკემბერს კრემლში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ „კიევის რეჟიმმა“ დრონების „მასშტაბური გამოყენებით ტერორისტულ შეტევას მიმართა“ პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე ნოვგოროდის ოლქში და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მისაღწევად ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას გააგრძელებენ, მაგრამ „გადახედილი იქნება რუსეთის პოზიციები ადრე მიღწეულ მთელ რიგ შეთანხმებებზე".

რუსეთის განცხადებებს პუტინის რეზიდენციაზე უკრაინული დრონებით „შეტევის" შესახებ „მორიგი ტყუილი" უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი და დონალდ ტრამპის წარმატებული შეხვედრა, რომელიც 28 დეკემბერს ფლორიდაში გაიმართა, რუსეთს არ მოეწონა და ახლა საბაბს ეძებს, რათა კიევში დაარტყას სახელმწიფო დაწესებულებებს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ს თანახმად, არ არსებობს ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენციაზე დრონებით შეტევის არანაირი მტკიცებულება. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმები, როგორც წესი, კვალს ტოვებენ და მისი აღმოჩენა საჯარო წყაროებითაცაა შესაძლებელი. მათ შორისაა კონკრეტულ ადგილებში გადაღებული ვიდეოები, რომლებზეც ასახულია აფეთქებები და ხანძრები, მათ შესახებ ადგილობრივი სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, ხელისუფლების განცხადებები და ა.შ. 29 დეკემბერს ნოვგოროდის ოლქის შემთხვევაში მსგავსი მტკიცებულებები არ ყოფილა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России