Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

საფრანგეთმა და ბრიტანეთმა უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერეს დეკლარაციას გარანტიების შესახებ

პარიზში გამართულ სამიტზე 6 იანვარს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მოქმედებების შესახებ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ბრიტანული და ფრანგული ჯარების, სხვა ევროპელი მოკავშირეების ჯარებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

საფრანგეთის დედაქალაქში შეხვედრა ორგანიზებული იყო ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ მცდელობის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს კიევის მოკავშირე ქვეყნებს. მოლაპარაკებებს 35 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრო.

ცნობით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შეთანხმდნენ უსაფრთხოების ძირითად გარანტიებზე, მათ შორის აშშ-ის ხელმძღვანელობით მონიტორინგის მექანიზმზე და ევროპულ მრავალეროვნულ ძალებზე, რომლებიც განლაგდება რუსეთის მიერ მეზობლის წინააღმდეგ ომში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს კოალიციას აქვს არსებითი დოკუმენტები. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. არსებობს კონკრეტული შინაარსი: კოალიციის ყველა ქვეყნის ერთობლივი დეკლარაცია და საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის სამმხრივი დეკლარაცია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოკუმენტზე საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად ხელმოწერის შემდეგ.

პარიზის შეხვედრამდე მომზადებული დოკუმენტის პროექტის გარშემო ლაპარაკი იყო, რომ ის შეიცავდა უკრაინის დასავლელი მოკავშირეების მზადყოფნას, დათანხმებოდნენ გარანტიებს. საქმე ეხება კიევის მხარდაჭერის ვალდებულებებს რუსეთის მხრიდან ახალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი გამოყოფს ფორმულირებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „უკრაინის თავდაცვის უნარი გადამწყვეტია უკრაინისა და ევროატლანტიკური რეგიონის მომავალი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფისთვის“.

შეხვედრის შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ დისკუსიების ცენტრალური აქცენტი იყო კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს ქარტიის მე-5 მუხლით შთაგონებული ვალდებულებების გარკვევაზე.
შემოთავაზებული სისტემის მიზანია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა მისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებით და პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საიმედო მექანიზმის შექმნით, დასძინა მელონიმ. პარიზში მიღებული დეკლარაცია ხაზს უსვამს მომავალ მრავალეროვნულ ძალებში ქვეყნების მონაწილეობის ნებაყოფლობით ხასიათს. მელონიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იტალიის ჯარები პირდაპირ უკრაინის ტერიტორიაზე არ განლაგდებიან.

გერმანიის კანცლერმა ,ფრიდრიხ მერცმა მსგავსი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გერმანული ჯარები შეიძლება შეუერთდნენ მომავალ მრავალეროვნულ ძალებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობისთვის, მაგრამ მხოლოდ ნატოს ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რომელიც 6 იანვარს პარიზის სამიტს დაესწრო, განაცხადა, რომ კიევის მოკავშირეებმა „მნიშვნელოვანწილად დაასრულეს“ შეთანხმება უკრაინისთვის ომის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებზე. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ რუსეთთან ტერიტორიულ საკითხზე კომპრომისამდე მივლენ, რომელიც, უიტკოფის თქმით, „ყველაზე პრობლემურ სფეროდ“ რჩება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისთვის მშვიდობის შემთხვევაში დადგენილი უსაფრთხოების გარანტიების მიმართ ნდობას იმსახურებს. მაკრონის თქმით, საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში თავისი „რამდენიმე ათასი“ ჯარისკაცის გაგზავნა.

შეხვედრის შეჯამებისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა ბევრად ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, თუმცა ყველაზე რთული ეტაპები ჯერ კიდევ წინ არის. სტარმერი ირწმუნება, რომ დიდი ბრიტანეთი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის მიერ ინიციირებული ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში. მან განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ცენტრებს შექმნიან ქვეყნის თავდაცვის საჭიროებების მხარდასაჭერად. სტარმერმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის ნავთობით მოვაჭრეებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორგანიზატორების წინააღმდეგ დამატებითი ზომებით.

საფრანგეთში ჩასვლისთანავე, 6 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკებები „უკრაინის უფრო მეტი დაცვისა და მისი პოზიციების გაძლიერებისკენაა მიმართული“. „ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაზე და იმ ნაბიჯებზე ვართ დაყრდნობილნი, რომლებიც ჩვენი ხალხისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიას იძლევა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კიევი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ის ვერ იქნება უსაფრთხო ნატოს ურთიერთდაცვის შეთანხმების მსგავსი იმ გარანტიების გარეშე, რაც ხელს შეუწყობდა რუსეთის შემდგომი თავდასხმებისგან თავის შეკავებას. მოსკოვს სურს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება სამხედრო ალიანსებში უკრაინის გაერთიანებას გამორიცხავდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ადრე ჩამოთვლილ გარანტიებს შორის იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების 800 000 კაციანი რაოდენობის შენარჩუნება, უკრაინის ევროკავშირში წევრობა და კიევის უსაფრთხოების უზრუნველყოფა „ცაში, ხმელეთზე, ზღვაზე“, ასევე ენერგეტიკისა და ფინანსური სექტორებში. გარდა ამისა, უკრაინა შეერთებული შტატებისგან იურიდიულად სავალდებულო მათ შორის კონგრესის მიერ დამტკიცებულ, უსაფრთხოების ვალდებულებებს ითხოვს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России