Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

სიკვდილი მინეაპოლისში: საპირისპირო შეხედულებები ერთ მოვლენაზე

მინეაპოლისში ICE-ის აგენტის მიერ სამი გასროლით ქალის მოკვლამ პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვია და დრამატული მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, საკუთარი პერსპექტივიდან გამომდინარე, საპირისპირო დასკვნები გამოიტანონ ერთი და იმავე კადრების საფუძველზე.

ტრაგედიამ კვლავ მოაქცია ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა: აშშ-ის ამომრჩევლებმა მას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირეს მხარი, მაგრამ ICE-ის მეთოდები მზარდ უკმაყოფილებას იწვევს, ამიტომ მინეაპოლისში სიკვდილის შემთხვევამ შესაძლოა სერიოზული შედეგები მოიტანოს ადმინისტრაციისთვის.

რენე ნიკოლ გუდის სიკვდილი. დეტალები

7 იანვარს ICE-მ (აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა) მინეაპოლისში ჩაატარა რეიდი, რომლის დროსაც 37 წლის რენე ნიკოლ გუდს, სამი შვილის დედას და პოეტს, ესროლეს და მოკლეს. აშშ-ის მოქალაქე და წარმოშობით კოლორადოელი გუდი, როგორც იტყობინებიან, რეიდის სამიზნეებს შორის არ ყოფილა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გუდის მანქანა გზის გარდიგარდმო დგას და მოძრაობას იწყებს, როდესაც ICE-ის აგენტი მას უახლოვდება. მანქანა ჯერ უკან იხევს, შემდეგ წინ დაიძრება და მარჯვნივ მიემართება. კიდევ ერთი აგენტი, რომელიც მოძრაობის მიმართულებით იმყოფება, ამოიღებს პისტოლეტს და სამჯერ ისვრის ახლო მანძილიდან, ჯერ მანქანის წინა მხრიდან, შემდეგ მანქანის გვერდიდან, ფანჯარაში.

მანქანა ერთ ხანს განაგრძობს პირდაპირ სვლას, ეჯახება გზის პირას მდგომ მანქანას და ჩერდება.

ვიდეოები ინტერპრეტაციის თავისუფლებას იძლევა. ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენებია ინციდენტის უფრო მსხვილი კადრი, მაგრამ ის გადაღებულია მანქანის უკანა მხრიდან, ვიდეოში მსროლელს თავდაპირველად მანქანა და მეორე აგენტი ეფარებიან. ისინი, ვინც ICE-ს აკისრებს პასუხისმგებლობას გუდის სიკვდილისთვის, მიუთითებენ ბორბლის აშკარა მოძრაობაზე მარჯვნივ, რაც, მათი აზრით, მიუთითებს, რომ მძღოლი გაქცევას ცდილობდა. აგენტის დამცველები იმავე ვიდეოში ხედავენ მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს, რაც, მათი აზრით, ხსნის, რატომ ისროლა მან.

თვალსაზრისები. რა დაინახეს ფედერალურმა ხელისუფლებამ და რესპუბლიკელებმა

დონალდ ტრამპმა თავის სოცქსელ Truth social-ში გამოაქვეყნა სხვა კუთხიდან გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მანქანა მობრუნებისას წინა მარცხენა კიდით შეეხო აგენტს: „მძღოლი ქალი არასტაბილურად იქცეოდა... წინააღმდეგობას წევდა, შემდეგ კი განზრახ და ბოროტად დაარტყა ICE-ის თანამშრომელს, რომელმაც, როგორც ჩანს, თავდაცვის მიზნით ესროლა. ვიდეოდან გამომდინარე, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის ცოცხალია, მაგრამ ამჟამად საავადმყოფოში გამოჯანმრთელების პროცესშია“.

მრავალ პუბლიკაციასა და სოციალურ მედიაში აღნიშნავენ, რომ აგენტი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, მანქანას უახლოვდება, ბრუნდება და სხვა აგენტებს 911-ში დარეკვას სთხოვს.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ICE-ის აგენტები „ძალადობისა და სიძულვილის რადიკალური მემარცხენე მოძრაობის“ სამიზნეები არიან.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ოჰაიოს შტატიდან, ჯიმ ჯორდანმა, ასევე მხარი დაუჭირა ტრამპს და „მემარცხენე აზროვნებას“ ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა.

კრისტი ნოემმა, ხელმძღვანელმა საშინაო უსაფრთხოების სამინისტროსი (DHS), რომელშიც შედის ICE, განაცხადა, რომ აგენტებს „პროვოკატორების ბრბო ავიწროებდა“. გუდმა ICE-ის მანქანა დაბლოკა, უარი თქვა მანქანის დაძვრაზე და შემდეგ „ის იარაღად გამოიყენა“, როცა სცადა, გადაეარა თანამშრომლისთვის. ნოემმა ამას „შიდა ტერორიზმი“ უწოდა.

თვალსაზრისები. რა დაინახეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და დემოკრატებმა

მინესოტის შტატის გუბერნატორმა ტიმ უოლზმა ფედერალური მთავრობის ვერსია პროპაგანდად შეაფასა.

მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ გუდის წინააღმდეგ ბრალდებებს აბსურდი უწოდა, მის სიკვდილს კი - „აგენტის მიერ ძალაუფლების უგუნური გამოყენების“ შედეგი. მან ICE-ს „ქალაქიდან წათრევა“ მოსთხოვა.

დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ გუდი საფრთხეს არ წარმოადგენდა. „არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა უიარაღო ქალისთვის სროლას“, განაცხადა წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა.

დემოკრატები ICE-ის ტაქტიკას აგრესიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა ქაოსსა და უთანხმოებას თესავს და რომ გუდის სიკვდილი ამის შედეგია.

დისკუსია კანონიერების შესახებ

ისინი, ვინც ICE-ს ადანაშაულებს, მიუთითებენ DHS-ის 2018 წლის მემორანდუმზე, რომელიც კრძალავს მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, სხვებისთვის საფრთხის გამო. ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიციელები არ უნდა იდგნენ მანქანის წინ მისი გაჩერების მცდელობისას და რომ პოლიციელების მიზანი უნდა იყოს დეესკალაცია.

ICE-ის ვებსაიტზე ნათქვამია: „ICE-ის ოფიცრები იყენებენ გონივრულ და აუცილებელ ძალას, როდესაც ვინმე ეწინააღმდეგება დაკავებას. ICE-ის თანამშრომლები და აგენტები პრიორიტეტს ანიჭებენ უსაფრთხოებას, მათ შორის დაკავებულ პირთა უსაფრთხოებას და მაღალი ხარისხის ტრენინგს გადიან კონფლიქტების დეესკალაციაში“.

ბევრი მსჯელობს გუდის სიკვდილზე, ცდილობს მხარეთა არგუმენტები წარმოადგინოს სასამართლოში - და ყველაფერი დაიყვანება მისი მანქანის ბორბლების მოხვევაზე, იმაზე, აპირებდა თუ არა ის უბრალოდ გაქცევას შემთხვევის ადგილიდან და შეიძლება თუ არა აგენტის მიერ შესრულებული გასროლების გამართლება სიკვდილის შიშით.

ვიცე-პრეზიდენტმა ჯ. დ. ვენსმა განაცხადა, რომ აგენტს, რომელმაც გუდი დახვრიტა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ორჯერ დაეჯახა მანქანა. Minnesota Star Tribune იუწყება, რომ აგენტი დაშავდა გასულ წელს, როდესაც მანქანის მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა.

ფედერალური ხელისუფლება თავად ატარებს გამოძიებას, რაც ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს და სასამართლო პროცესის პერსპექტივები გამოძიების მსვლელობაზეა დამოკიდებული.

ისტორიული ანალოგია: ჯორჯ ფლოიდი

უცნაური და ტრაგიკული დამთხვევაა: გუდი დაიღუპა 2020 წელს 46 წლის შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის, სიკვდილის ადგილიდან სულ რაღაც ერთი მილის დაშორებით. ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა პოლიციელ დერეკ შოვინის მიერ დაკავებისას, რომელსაც ფლოიდის კისერზე ცხრა წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი მუხლი. ფლოიდის სიკვდილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ პროტესტი მოძრაობა Black Lives Matter-ის („შავკანიანთა სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს“) ფარგლებში. შოვინს 20 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ზოგადი სურათი: ICE-ის რეიდები და საზოგადოებრივი აზრი

გუდის სიკვდილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოების დამოკიდებულებაზე ICE-ის ისედაც უაღრესად არაპოპულარული რეიდების მიმართ. ტრამპის საარჩევნო დაპირება, რომ „ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას“ ჩაატარებდა, ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობისა იყო 2024 წელს გამარჯვებისთვის. თუმცა, მისი ამომრჩევლის უმეტესობა თვლიდა, რომ დეპორტაციები ძირითადად შეეხებოდათ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, ICE-ის წინაშე დგას ამოცანა, რომ დღეში 3000 არალეგალური იმიგრანტი დააკავოს. ეს უკიდურესად რთულია და, Axios-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი დღეში მხოლოდ 1000-ს აღწევს. ამასთან, კვოტების შესასრულებლად სულ უფრო ხშირად დევნიან იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ნასამართლები ან მათ წინააღმდეგ არ აღძრულა ბრალდება.

ICE-ის აგენტებს შეუძლიათ „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე ადამიანების დაკავება ორდერის გარეშე. ისინი ნიღბებს ატარებენ, რათა „არ გაამჟღავნონ პირადი ინფორმაცია, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას (და უკვე შეუქმნა) მათ და მათ ოჯახებს“, აცხადებს ICE.

საიმიგრაციო პოლიტიკა ის სფეროა, სადაც ტრამპი ყველაზე პოპულარულია (ან ყველაზე ნაკლებად არაპოპულარულია): ბოლო გამოკითხვებში, 54%-მა მხარი დაუჭირა „შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრები იმიგრანტების დეპორტაციას“. თუმცა, ICE-ის რეიდების სიმკაცრე პროტესტს იწვევს და მხარდაჭერას ამცირებს: Pew-ს მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ადმინისტრაცია დეპორტაციებში ზედმეტად შორს მიდის, მარტში 44% იყო, ოქტომბრისთვის კი 53%-მდე გაიზარდა.

გუდის სიკვდილმა მინეაპოლისში უკვე გამოიწვია საპროტესტო აქციები და დრო გვიჩვენებს, გამოიწვევს თუ არა ეს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვას, რასაც შეიძლება ადმინისტრაციისთვის მძიმე შედეგები მოჰყვეს კონგრესის არჩევნებში ნოემბერში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России