Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან შერწყმას ავტონომიურობის შეზღუდვად აფასებს, განათლების რეფორმას კი ემხრობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელშიც შეფასებულია გადაწყვეტილება ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - შერწყმის შესახებ. მასში ასევე ნათქვამია, რომ შერწყმა წარმოადგენს შეზღუდვას უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპისა, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით.
დადგენილებაში, რომელსაც აკადემიური საბჭოს 36 წევრი უჭერს მხარს და არავინაა წინააღმდეგი, დადებითადაა შეფასებული მთავრობის მიერ ინიციირებული უმაღლესი განათლების რეფორმების იდეა. თუმცა მკაფიო წინააღმდეგობაა გამოხატული უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვისა და მისი ნების გარეშე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო შერწყმის მიმართ.
საბჭო მთავრობას სთხოვს, შეაჩეროს კანონქვემდებარე აქტების გამოცემა საჭიროებების კვლევის და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან საკითხის განუხილველად და მათი თანხმობის გარეშე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არ ეთანხმება უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის — უნივერსიტეტის ნების უგულებელყოფით სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო შერწყმას;სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების — აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის), უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტების საბჭოების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოებისა და რექტორატის მონაწილეობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი რეორგანიზაცია (შერწყმა), წარმოადგენს უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით;სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სთხოვს საქართველოს მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შეაჩეროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებთან დაკავშირებული (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის კუთხით) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის პროცესი, ვიდრე არ განხორციელდება საჭიროებების საფუძვლიანი კვლევა, არ შედგება რეალური და შინაარსობრივი განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოების ფარგლებში და არ იქნება მიღებული უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოების თანხმობა;სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებათა სახელით კიდევ ერთხელ ადასტურებს და გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ ფორმატში საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფციის საფუძველზე შესაბამისი რეფორმების გასატარებლად გადასადგმელი ნაბიჯების, მათ შორის უნივერსიტეტის რეორგანიზაციის საკითხების დეტალურ განხილვაში, რომლის მიზანი იქნება საქართველოში უკვე არსებული მძლავრი საინჟინრო სკოლის შემდგომი გაძლიერება.უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო იზიარებს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის სულისკვეთებას და იტოვებს იმედს, რომ საქართველოს მთავრობაც გაიზიარებს 104 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტის მრავალათასიანი აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და სტუდენტების თხოვნას.

მანამდე, განცხადება გაავრცელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა. სენატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სამინისტროს მოუწოდებს, პროცესი შეაჩეროს.
დღეს, 6 თებერვალს, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესმა კოლეგიურმა ორგანოებმაც.
მათ თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლასა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას აკანონებს, "რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას".
ისინი მოითხოვენ "საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას".
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია".
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. სტუდენტების ნაწილმა ირაკლი კობახიძესთან დებატები მოითხოვა.აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც ხსნის განათლების სამინისტრო ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას.საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 4 თებერვალს 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.



კანონს დაემატა ახალი მუხლები. ცვლილებებით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი.
მთავრობის დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი, თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
დღეს, 6 თებერვალს, იგეგმება განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России