სამუშაო ოთახში გარდაცვლილი ნახეს დაცვის პოლიციის თანამშრომელი - შსს
ახალციხეში, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში დღეს. 9 თებერვალს გარდაცვლილი ნახეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა."მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა".შსს ასახელებს გარდაცვლილის ინიციალებს თ.ო და რომ ის 1985 წელსაა დაბარებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.საქმეს პროკურატურა იძიებს.რადიო თავისუფლება მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.