ოდესის ერთ-ერთ რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად სახლი დაიწვა
გასულ ღამით, რუსულმა თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია ოდესაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის შენობაში.ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, რომელმაც გაავრცელა მომხდარის ფოტოები სოციალურ ქსელში, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.ამ ეტაპზე დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.გასულ ღამითვე, დრონებით შეუტიეს კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონსაც, სადაც რუსული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.კიევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ცნობით, „კაცს ზედა კიდურების, სახისა და კისრის არეში მრავლობითი ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ქალს კი - წინამხრის დახურული მოტეხილობა.თავდასხმის შედეგად ერთ კერძო სახლს ხანძარი გაუჩნდა.