Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ცხინვალში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტი გახსნეს

პარასკევს, 13 თებერვალს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საზეიმოდ გაიხსნა რუსული პასპორტების გაცემის ცენტრი.

ცერემონია გაიმართა ცხინვალში, ინფორმაციისა და კოორდინაციის ცენტრში.

ვინ დაესწრო ცერემონიას?შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ელჩი მარატ კულახმეტოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე ძამბოლატ ტადტაევი, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ერისლავ მამიევი და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა და რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი სერგიენკო.

მარატ კულახმეტოვმა საპასპორტო პუნქტის გახსნას „ორი ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა და თქვა:

„ამ პუნქტის გახსნა აჩვენებს, რომ ჩვენ გვაერთიანებს დიდი სამშობლო, დიდი საერთო ისტორია“.

ძამბოლატ ტადტაევის სიტყვებით კი, რომელმაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი მადლობები არ დაიშურა, განაცხადა:

„ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეებისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად. მათ ახლა შეუძლიათ პასპორტების მიღება რუსეთის ფედერაციის დატოვების გარეშე. იმედი მაქვს, რომ ეს მჭიდრო ინტეგრაცია გაგრძელდება“.

ცერემონია კი მოქალაქეებისთვის ახალი შიდა რუსული პასპორტების ოფიციალური გადაცემით დაგვირგვინდა.

სააგენტო „რესის“ ცნობით, მანამდე პასპორტების მიმღებებმა „საზეიმო ფიცი დადეს რუსეთის საელჩოში“.

აფხაზეთში რა ხდება?ცოტა ხნით ადრე, 6 თებერვალს, რუსეთმა დახურა პასპორტების გამცემი პუნქტები ოკუპირებულ აფხაზეთში და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ „ზოგიერთი აფხაზი პოლიტიკური ფიგურა, მათ შორის პარლამენტის წევრები, ეჭვქვეშ აყენებენ ამ ოფისების კანონიერებას“.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ ის მოსკოვს გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს.

13 თებერვალს, აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ის რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს შიდა რუსული პასპორტების გაცემის განახლებას.

რუსეთის პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაფორმების პუნქტები აფხაზეთში - გაიხსნა 2025 წლის აპრილში სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოწესრიგებას ეხება. პროცედურა ორგანიზებული იყო „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ხოლო დოკუმენტების გაფორმებას რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახორციელებდნენ. ამასთან, დოკუმენტები გაიცემოდა უფასოდ, მაშინ როდესაც რუსეთში მათთვის საჭიროა სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდა 4 ათასიდან 6 ათას რუბლამდე ოდენობით. რუსეთის ე.წ. საელჩოს მონაცემებით, აფხაზეთის 245 ათასი მცხოვრებიდან დაახლოებით 190 ათასს აქვს რუსეთის მოქალაქეობა. თუმცა მათ უმრავლესობას არ გააჩნია შიდა პასპორტი, რაც ზღუდავს მათ წვდომას სახელმწიფო სერვისებსა და სოციალურ შეღავათებზე. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება „რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გაცემის თავისებურებების შესახებ“ უფლებას აძლევს რუსეთს შს სამინისტროს შიდა პასპორტები გასცეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სავალდებულო რეგისტრაციისა და დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღების შესახებ ბრძანებას ვლადიმირ პუტინმა 2025 წლის გაზაფხულზე მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის პასპორტის მიღების უფლება აქვს ორივე რეგიონის თითოეულ სრულწლოვან მცხოვრებს, რომელსაც 2008 წლისთვის (რუსეთის საქართველოში შეჭრის მომენტში) ე.წ. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა. 2025 წლის ივლისში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის პასპორტის მიღება შესაძლებელი იქნება 2028 წლის აგვისტომდე.

2022 წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე "გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების" არაღიარების თაობაზე.

მანამდე ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში" გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России