Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ირანი ბოდიშს უხდის სპარსეთის ყურეს, თუმცა დარტყმები გრძელდება რეგიონის მასშტაბით

ისრაელმა და ირანმა ურთიერთდატყმები განახორციელეს შაბათს, 6 მარტს - იმ ფონზე, როცა ომი მეორე კვირაში შედის. ამასთან, ირანმა უჩვეულო განცხადება გააკეთა და მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა თავისი "ქმედებებისთვის" - სავარაუდოდ მის მიერ სპარსეთის ყურის სამოქალაქო სამიზნეებზე მიტანილი იერიშებით გამოწვეული რეგიონული სიბრაზის დაშოშმინების მიზნით.

"პირადად ვუხდი ბოდიშს მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანის ქმედებები შეეხო" - თქვა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და ამ ქვეყნებს მოუწოდა არ შეუერთდნენ აშშ-ისრაელის თავდასხმებს ირანზე.

პრეზიდენტის თქმით, ირანის მმართველთა დროებითმა საბჭომ გადაწყვიტა მეზობელ ქვეყნებზე დარტყმები შეწყდეს, თუ ირანზე თავდასხმები მათი ტერიტორიებიდან არ იქნება განხორციელებული.

რამდენიმე საათში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელა აშშ-ის საჰაერო საბრძოლო ცენტრზე ალ დჰაფრას ბაზაზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქთან, აბუ-დაბისთან ახლოს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი და დასძენს, რომ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

სააგენტო ავრცელებს ირანის სახელმწიფო მედიის ცნობებს - რომ ირანის დედაქალაქის რამდენიმე ნაწილში მასშტაბური აფეთქებების ხმა ისმის.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომი უკვე გასცდა ირანის საზღვრებს - რადგან თეირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ობიექტების მქონე სპარსეთის ყურის სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამასთან, ისრაელმა ლიბანის წინააღმდეგაც დაიწყო ახალი იერიშები.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ბაჰრეინი და საუდის არაბეთი ბოლო კვირის განმავლობაში აცხადებდნენ დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ იერიშებზე.

სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა აღშფოთება გამოხატეს მათი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის - სასტუმროების, პორტების, ნავთობის ობიექტების - მიზანში ამოღების გამო, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ აშშ-ისრაელის თავდასხმებში.

ფეზეშქიანის განცხადება ირანის მხრიდან უკან დახევის გადაწყვეტილებას ირეკლავს, თუ ის უნდა აღიქვან გაფრთხილებად, რომ თეირანი მზადაა კვლავ განახორციელოს დარტყმები რეგიონის მასშტაბით - Reuters-ის შეფასებით ეს ჯერაც ბუნდოვანია, რადგან არის მონაცემები რომ რამდენიმე დარტყმა შაბათს დილითაც განხორციელდა სპარსეთის ყურის რეგიონში.

ბოლო წლებში ირანმა გააუმჯობესა კავშირები სპარსეთის ყურის მეზობლებთან, მათ შორის ყოფილ რეგიონულ მეტოქესთან, საუდის არაბეთთან.

სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, თუმცა, როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამ ქვეყნებმა ვაშინგტონს უთხრეს, რომ არ გასცემენ უფლებას ამ ბაზების გამოყენებაზე ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის.

ირანი, როგორც ჩანს, ავითარებს მაქსიმალური ქაოსის გამოწვევის სტრატეგიას, რაც ზრდის კონფლიქტის საფასურს, ენერგიის ფასს, აზიანებს გლობალურ ბიზნესსა და ლოგისტიკურ კავშირებს და ეჭვქვეშ აყენებს რეგიონის სტაბილურობას მსოფლიო ეკონომიკისთვის.

ფეზეშქიანის განცხადების ფონზე ომის დასრულებისთვის დიპლომატიური პერსპექტივა დამაიმედებლად არ გამოიყურება. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეირანისგან "უპირობო დანებებას" მოითხოვს.

"ირანთან შეთანხმება არ იქნება გარდა უპირობო დანებებისა" - დაწერა ტრამპმა პარასკევს თავის პლატფორმაზე Truth Social.

"ამის შემდეგ, და დიადი და მისაღები ლიდერ(ებ)ის არჩევის შემდეგ, ჩვენ, და ბევრი ჩვენი შესანიშნავი და ძალიან მამაცი მოკავშირე და პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ საიმისოდ, რომ ირანი შემოვაბრუნოთ ნგრევის საზღვრიდან, ის გადავაქციოთ ეკონომიკურად უფრო დიდად, უკეთესად და ძლიერად, ვიდრე ოდესმე" - დასძენს ტრამპი.

აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანში დაიღუპა სულ მცირე 1332 სამოქალაქო პირი, დაიჭრა ათასობით ადამიანი - ამ ცნობას ავრცელებს გაეროში ირანის ელჩი, ამირ საეიდ ირავანი.

ირანის თავდასხმებს ისრაელში ემსხვერპლა 11 ადამიანი, და აშშ-ის სულ მცირე ექვსი სამხედრო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России