კიდევ 15 გაუქმებული ავიარეისი ახლო აღმოსავლეთიდან - რა ვითარებაა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო რეგიონიდან თბილისსა და ბათუმში ფრენების უმეტესობა კვლავ გაუქმებულია.
კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ბოლო 5 დღის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიდან შესრულდა 5 რეისი (ღამის რეისები არ სრულდება). აბუ-დაბისა და შარჯის რეისები ამ ეტაპზე კვლავ გაუქმებულია.
დღეს, 10 მარტს, თბილისის აეროპორტში გაუქმდა რეისები შემდეგი ქალაქებიდან:
თელ-ავივი (4)თეირანი (2)შარჯა (2)ქუვეიტი (2)აბუ-დაბი (1)დოჰა (1)დუბაი (1).ორი რეისი გაუქმდა დღეს თელ-ავივიდან ბათუმში.
ამასთან, თბილისიდან თელ-ავივში სრულდება საევაკუაციო ფრენები, რომლითაც ისრაელის მოქალაქეები საქართველოდან სამშობლოში ბრუნდებიან. 10 მარტს ასეთი სამი რეისია დაგეგმილი.
28 თებერვლის შემდეგ, როცა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ დაიწყო, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთს შორის ათეულობით ფრენა გაუქმდა.
აშშ და ისრაელი სამხედრო ოპერაციის დასრულების ვადებს ამ ეტაპზე არ ასახელებენ.