ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო „ქართული ოცნების“ რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრები
„ქართული ოცნების" ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა 26 სექტემბერს გურიის რეგიონულ ორგანიზაციასთან გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შტაბის წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

