ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას ახალქალაქში არეულობა და დაპირისპირება მოჰყვა
მოგვიანებით ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის თანასოფლელებმა მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილთა სასტუმრო "არტსერგი" და მათი ოთხი ნათესავის სახლი გადაწვეს.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისათვის სამ ადგილას მიმდინარეობს - ქალაქის ცენტრში, სადაც დაპირისპირება მოხდა, დამწვარ სასტუმროსთან და საავადმყოფოს შესასვლელთან, სადაც ორი დამტვრეული მანქანა დგას. ახალქალაქის ჰოსპიტლის ხელმძღვანელის ალექს თოროიანის განცხადებით, ევექსის ჰოსპიტალში გულის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი პრაქტიკულად გარდაცვლილი შეიყვანეს.
ახალქალაქში ამ დროისათვის მობილიზებულია საპატრულო, საპოლიციო და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.