Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ტრამპის იმპიჩმენტს - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 იანვარს

 


დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს



231 ხმა 197-ის წინააღმდეგ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ამგვარად, ტრამპი გახდა აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ეს კი ერთი კვირის თავზე მოხდა მას მერე, რაც კონგრესის შენობაში მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ.


დონალდ ტრამპს ვადის ამოწურვამდე ბოლო ერთი კვირა აქვს დარჩენილი, თუმცა მწვავე დისკუსიების ფონზე კონგრესმა დემოკრატი წევრების უმრავლესობით მისი იმპიჩმენტი მაინც საჭიროდ ჩათვალა. სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი პრეზიდენტს "ქვეყნისთვის აშკარა, არსებული საფრთხე" უწოდა. იმპიჩმენტს მხარი ტრამპის თანაპარტიელებმა, რესპუბლიკელების ათმა წევრმაც დაუჭირა.


წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტის ბედს კონგრესის ზედა პალატა, სენატი გადაწყვეტს. ასეთ შემთხვევაში მისი სხდომა სასამართლოს ფორმით ჩატარდება. ამ საქმეში სენატორები გამოვლენ ნაფიც მსაჯულთა, კონგრესმენები კი - ბრალმდებელთა როლში. ხოლო სასამართლოს თავმჯდომარე იქნება აშშ-ის მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი. ბრალდების დებულებები სენატორთა ორმა მესამედმა უნდა აღიაროს.


წაიკითხე მეტი.


 




 


"ოცნება" და შიში ივანიშვილის გარეშე, კობახიძის თავმჯდომარეობით



პარტიიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს დარდი მიჰყვება - შიში და ეჭვი აქვს, "ქართულ ოცნებაში" მის გარეშე, შესაძლოა საქმის გარჩევა, დაპირისპირება დაიწყოს და სიტუაცია გართულდეს. ივანიშვილმა ეს საკითხი არაერთხელ ახსენა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ 12 იანვარს გასულ ინტერვიუში. მის მიერ "ოცნებაში" დატოვებულ ადგილს სულ მალე პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე შეავსებს.


რადიო თავისუფლებამ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს გამოკითხა რამდენად საფუძვლიანია ივანიშვილის შიშები, რატომ შეჩერდა არჩევანი ირაკლი კობახიძეზე და რით განსხვავდება ის სხვა თანაპარტიელი ლიდერებისგან.


ექსპერტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ თუკი, რაღაც მიზეზებით, ივანიშვილი ამჯერად მაინც ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან, გარკვეული დროით ინერციით სვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებაში“ აუცილებლად დაიწყება შინაომები, რადგან ირაკლი კობახიძე, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საზოგადოების მხარდაჭერით, ვერ შეძლებს პარტიის გამაერთიანებლის როლის შესრულებას. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ კობახიძეს ივანიშვილის მიმართ უსიტყვო მორჩილება ასე დაუფასდა.


წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.


 




 


მოლაპარაკების შედეგი - მუფთი: „ხელისუფლება დაგვპირდა, მეჩეთში ლოცვა არ გაჩერდება“



ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ თემსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გამართული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ქობულეთისა და გურიის მუფთმა ასლან ბერიძემ უთხრა, რომელიც გურიაში სპეციალურად ჩავიდა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მერი, სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის 5-წევრიანი წარმომადგენლობა და ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელი.


მუფთის თქმით მოლაპარაკების შედეგი არის ის, რომ მეჩეთში ლოცვა არ გაჩერდება, რაც მრევლის ძირითადი მოთხოვნა იყო.


სოფელ ბუკნარში ქრისტიანების და მუსლიმების უთანხმოება უკავშირდება ერთ-ერთ სახლს, რომელსაც მუსლიმები საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ. პროტესტის ნიშნად მუსლიმმა მოსახლეობამ ცოცხალი კორდონი გაავლო, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ინციდენტის გამო ერთი პირი, 1985 წელს დაბადებული გ.ს. არის დაკავებული. მას ბრალი ძალადობაში ედება.


წაიკითხე მეტი.


 




 


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში



გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 26 პაციენტი.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „კოვაქს პლატფორმიდან“ უკვე დადასტურებულია მზადყოფნა, რომ საქართველოს სამედიცინო პერსონალის ასაცრელად მიაწოდონ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტიკარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას დაემატოს სხვა ვაქცინებიც: „ამ შემთხვევაში გვაქვს მოლოდინი, რომ ასტრაზენეკაზე ხელმისაწვდომობა გაუჩნდება ჩვენს მოქალაქეებს“.


წინასწარი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის 100 000 დოზას.


წაიკითხე მეტი.


ამ თემაზე ასევე ნახე:



აშშ აჩქარებს ვაქცინაციის პროგრამას, ქვეყანაში იზრდება კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი
მსოფლიოს ქვეყნები განაგრძობენ კორონავირუსის გავრცელებასთან შეზღუდვებით და ვაქცინაციით ბრძოლას
ჩინური Sinovac-ის ვაქცინამ ბრაზილიაში აჩვენა თავდაპირველად გამოცხადებულზე ნაკლები ეფექტი


 




 


ნინო ანანიაშვილთან საბოლოოდ გაწყვიტა კონტრაქტი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა



13 იანვარს ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გამოაქვეყნა მოკლე განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქართველი ბალერინის მოლაპარაკებების შედეგად, ორივე მხარის თანხმობის საფუძველზე, თეატრმა საბოლოოდ მიიღო ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება.


რადიო თავისუფლებამ სცადა კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით მეტი დეტალის გაგება თავად ნინო ანანიაშვილთან, რომელიც ადასტურებს, რომ კონტრაქტი მხარეთა თანხმობით შეწყდა.


ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯერ კიდევ 9 იანვარს იუწყებოდა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის შეჩერების თაობაზე, რასაც ნინო ანანიაშვილის მიერ მედიაში წინასწარ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა.


წაიკითხე მეტი.


 




 


ათასობით სტუდენტი სწავლას ვეღარ აგრძელებს



ნინი როსტომაშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა პანდემიის გამო ბოლო 2 თვის სწავლის საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ, წესით, მას თვის ბოლოს სტატუსი უნდა შეუჩერდეს და სწავლა ვეღარ გააგრძელოს. პანდემიამდე ნინო სასტუმროში მუშაობდა, მარტიდან კი, კორონავირუსის გამო, სამსახურის გარეშე დარჩა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში მას ვეღარც ოჯახი ეხმარება.


„300 ლარი მქონდა ხელფასი და მთლიანად სწავლის თანხას ვიხდიდი ყოველთვე. რაც სამსახური დავკარგე, მარტის შემდეგ, მამაჩემი მეხმარებოდა, მაგრამ ახლა მასაც შეეხო პანდემია - ხელობაზე მუშაობს, ხალხს ეშინია ვირუსის და ამის გამო აღარ უშვებენ სახლში არავის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინი.


მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ხელს უწყობს და სწავლის გადასახადი 18 იანვრამდე გადაუვადეს, ნინის ეს მნიშვნელოვან შეღავათს არ აძლევს, რადგან თანხა არც დეკემბერში ჰქონდა და არც 18 იანვრისთვის ექნება.


წაიკითხე მეტი ანი ბურდულის სტატიაში.


 




 




 


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „კოვაქს პლატფორმიდან“ უკვე დადასტურებულია მზადყოფნა, რომ საქართველოს სამედიცინო პერსონალის ასაცრელად მიაწოდონ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. წინასწარი ინფორმაციით, საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის 100 000 დოზას, რომელსაც შესანახად მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები სჭირდება. აქვს თუ არა საქართველოს ამ ტიპის ვაქცინისთვის შესანახი მაცივრები, რამდენი ასეთი მაცივარია საქართველოში და რა რაოდენობის ვაქცინის შენახვა შეუძლია ქვეყანას?

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России