ტრამპი მიანიშნებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მონაწილეობაზე და გამორიცხავს ახალი პარტიის დაარსებას
„თქვენს მხარეს გავაგრძელებ ბრძოლას, ახალი პარტიების დაარსებას არ ვაპირებთ“, თქვა ტრამპმა ფლორიდის შტატში, ორლანდოში, Conservative Political Action Conference-ზე (CPAC) გამოსვლისას. „ჩვენ გვაქვს რესპუბლიკური პარტია, ის იქნება ძლიერი და ერთიანი, როგორც არასდროს“. ტრამპმა კვლავ უარყო თავისი მარცხი არჩევნებზე და გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც, მისი თქმით, „ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა თანამედროვე ისტორიაში ყველა პრეზიდენტს შორის“. მან თქვა, რომ არ აპირებს გავიდეს პოლიტიკური ყურადღების ცენტრიდან და არ ფიქრობს, შეწყვიტოს თავისი მემკვიდრის კრიტიკა.
თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ტრამპის გამოსვლას დიდ ყურადღებას არ მიაქცევს.

