Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„თავისუფლებას აქვს თავისი ფასი და ახლა ამ ფასს ვიხდით“ - ინტერვიუ ირაკლი აბსანძესთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე შსს-მ გუშინ, 12 ივლისს, ძალის გამოყენებით „ქართული ოცნების” ოფისის წინ საპროტესტო აქციაზე დააკავა, ორიოდე საათის შემდეგ კი გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ დაკავებისას ჟურნალისტს ხელი მოტყდა. ირაკლი აბსანძე რადიო თავისუფლებასთან დაკავების დეტალებს იხსენებს.


რადიო თავისუფლება: პირველ რიგში, ირაკლი, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა?


ირაკლი აბსანძე: იმპლანტი უნდა ჩამიდგან, მარცხენა ხელი მაქვს მოტეხილი. როდესაც ექიმმა კადრები ნახა, ის მომენტიც კი დაიჭირა, როცა ხელი მომტეხეს. ბოლოს, როცა ასფალტზე დამაგდეს და დამახტა ორი კაცი, მაშინ მომტყდა. ხვალ ოპერაცია უნდა გავიკეთო. 6 კვირა ხელს ვერ მოვიხმარ და კიდევ 6 თვე რეაბილიტაცია დამჭირდება.


რ.თ.: შეგიძლიათ დეტალურად გაიხსენოთ თქვენი დაკავება?


ი.ა.: აქციაზე ვიყავით მე და კორა [ძაღლი - რ.თ]. კორდონის იმ მხარეს გადასვლას ვცდილობდი, სადაც ბევრი ჩემი კოლეგაც იყო. რატომ გაღიზიანდნენ, არ ვიცი. მომესმა, დააკავეთო და უცებ [პოლიციელები] აგრესიულები გახდნენ. ჩამსვეს მანქანაში ხელებგადაგრეხილი. ხელი უკვე მოტეხილი მქონდა. პოლიციელს ვუთხარი, მტკივა-მეთქი, მაგრამ პოლიციელი, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, იცინოდა, დამცინოდა, თან ხელბორკილს უფრო უჭერდა და უფრო მეტ ტკივილს მაყენებდა მიზანმიმართულად, ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა. არაფერს არ ამბობდა, რადგან კამერა ჩართული იყო.


რ.თ.: დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდით?


ი.ა.: არა, წინააღმდეგობა არ გამიწევია.


რ.თ.: მაშინ რატომ „დასჭირდათ“ ხელის მოტეხა?


ი.ა.: ვერ გეტყვით, შეიძლება დასჯა გადაწყვიტეს. კარგა ხანი მატარებდნენ თბილისში, ვიღაცას ურეკავდნენ, რომ გაერკვიათ, სად წავეყვანეთ, როგორ წავეყვანეთ. ბოლოს აღმაშენებელზე მიმიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. იქ, დაახლოებით, ორი საათი ვითხოვდი, რომ ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა მოეცათ. თქვენს ტელეფონს ვერ ვპოულობთო, მეუბნებოდნენ, თუ ზეპირად გახსოვთ ნომერი, სხვა ტელეფონიდან დაგარეკვინებთო. მე ვუთხარი, რომ ინტერნეტთან თუ მიმიშვებთ, ნომერს მოვძებნი-მეთქი. ინტერნეტი აქ არ გვაქვსო. ეს გრძელდებოდა, დაახლოებით, ორი საათი.


რ.თ.: საბოლოოდ მოახერხეთ ადვოკატთან დაკავშირება, ან თავად ხომ არ შემოუთავაზებიათ სახაზინო ადვოკატი?


ი.ა.: არაფერი არ შემოუთავაზებიათ. საბოლოო ჯამში, პოლიციის განყოფილების უფროსი მოვიდა, გიშვებთო და გამომიშვეს. რაღაც ფურცელზე მეუბნებოდნენ, ხელი უნდა მოაწეროო, მე ადვოკატის გარეშე არ მოვაწერე. არც დამიხედავს, შიგ რა ეწერა.


რ.თ: დაკავებისას თუ განმარტეს, რის გამო გაკავებდნენ?


ი.ა: არ უთქვამთ, არაფერი არ უთქვამთ.


რ.თ.: ირაკლი, ხელისუფლების მისამართით თქვენი საჯარო კრიტიკული განცხადებების შემდეგ შეიძლება ეს მიზანმიმართული ანგარიშსწორება ყოფილიყო?


ი.ა: არ მინდა ამით სპეკულირება, მაგრამ მანქანაში რომ ვეუბნებოდი [პოლიციელს], მტკივა-მეთქი და მაინც ასე იქცეოდნენ, რომ არ დამარეკვინეს ადვოკატთან, სულ მცირე, უცნაურია. ექიმმაც დაადასტურა, რომ იმ მომენტში [დაკავებისას] მომტყდა ხელი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი სიძულვილის ფონის, ჟურნალისტებზე ძალადობის ნაწილია. მე იქ მიცნეს და საგანგებოდ ასე დამსაჯეს-მეთქი, ამას ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ დაშავებული ვიყავი და ადვოკატსაც კი არ დამალაპარაკეს, ეს, სულ მცირე, გადაცდომა იყო.


რ.თ.: ეს შეიძლება აისახოს თქვენს კარიერაზე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“?


ი.ა.: აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება რამე სახით აისახოს ჩემს კარიერაზე. გუშინ იქ იყვნენ ჩვენი დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი, და ჩვენი [საზოგადოებრივი მაუწყებლის] იურისტიც, ისინი კომუნიკაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული სოლიდარობით. გამოვრიცხავ, რომ ამას რაიმე გაგრძელება ექნება ჩემს კარიერაზე, ყოველ შემთხვევაში, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ახლა მაქვს.


რ.თ.: როგორ შეაფასებდით იმას, რაც მოხდა?


ი.ა: მე ვიცი, რომ თავისუფლებას აქვს თავისი ფასი და ამ ფასს ვიხდით ახლა ჩვენ, ჟურნალისტები, ამიტომაც ამ ამბავს ძალიან ტრაგიკულადაც არ ვუყურებ. ეს არის იმის ილუსტრაცია, რაც დღეს ხდება. დღეს ადამიანი დაკრძალეს, რომელიც ჯერ მოკლეს და მერე მორალურად მოკლეს. ჩემი ხელი შეხორცდება და იმ კრიტიკულ ტონს, რაც აქამდე გვქონდა, არც ამის შემდეგ შევიცვლი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России