“თუ ვინმეს ქართული ფეხბურთი უყვარს, ფეხზე წამოვუდგეთ! ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა!”
“თუ ვინმეს ქართული ფეხბურთი უყვარს, ფეხზე წამოვუდგეთ! ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა! ვიტალი დარასელიას გოლამდე ილია დათუნაშვილის გოლები 1964 წლის ფინალში და ერევნის არარატთან მისი ერთ თამაშში გატანილი 5 გოლი იყო ყველაზე აზარტული და საამაყო გასახსენებელი. დიდი ფეხბურთელი და თავმდაბალი პიროვნება. ნათელში იყოს!” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი.
ცნობილი ფეხბურთელი, თავდამსხმელი ილია დათუნაშვილი დაიბადა 1937 წელს, 1 სექტემბერს, ბათუმში. წლების განმავლობაში იგი იცავდა ქუთაისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. დათუნაშვილი 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ორი გოლის ავტორი იყო. 1966 წლის 22 სექტემბერს მოხდა მოვლენა, რომელიც ქართული ფეხბურთი სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ, სხვებს კი ამ ამბის პერიპეტიებს გაცნობა ნამდვილად დააინტერესებთ. საუბარია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისთვის დამყარებულ რეკორდზე, რომელიც დინამო თბილისის შემტევ ილია დათუნაშვილს ეკუთვნის. ერევნის არარატთან შინ მოგებულ (5:0) მატჩში ხუთივე გოლი დათუნაშვილმა გაიტანა და თანაც, ამას მხოლოდ 27 წუთი მოანდომა, რაც ვეღარავინ გადაფარა. მოგვიანებით ამან საფუძველი არაერთ რეალურ თუ გამოგონილ ისტორიას დაუდო სათავე.