კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატში გაიტანა გოლი
პორტუგალიის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატში გაიტანა გოლი. 24 ნოემბერს განის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში 37 წლის რონალდუმ მატჩის 65-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში.
ეს შეხვედრა პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიშით 3:2 მოიგო.
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს გერმანიაში გაიტანა ირანის ნაკრების წინააღმდეგ და მაშინაც პენალტით.