“მთავარია, რუსების გარეშე” - კიევი მოსკოვისა და ენერგოკრიზისისგან იცავს თავს
რუსეთის მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმების შედეგად, უკრაინის დედაქალაქისა და რეგიონების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია თითქმის ორი დღის განმავლობაში არ ჰქონდა. ენერგოსისტემა თანდათან იწყებს აღდგენას, მაგრამ ახალი სარაკეტო დარტყმებისგან დაზღვეული არავინაა. უკრაინელები ყველაფრისთვის არიან მზად.