რუსეთი უცხოელებს აუკრძალავს სუროგატი დედების მომსახურების მიღებას
რუსეთი მალე მიიღებს კანონს, რომელიც უცხოელებს აუკრძალავს რუსეთში სუროგატი დედების მომსახურების მიღებას - განაცხადა პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა 27 სექტემბერს, როცა რუსეთში დედის დღე აღინიშნება.
რუსეთში ფასიანი სუროგაცია კანონიერია, თუმცა ამ პრაქტიკას აკრიტიკებენ რელიგიური ჯგუფები - რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ბავშვების გაჩენის აქტის კომერციალიზაციას წარმოადგენს.
"ბავშვების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, უცხოელებისთვის სუროგაციის მომსახურების გამოყენების აკრძალვით" - წერს ვოლოდინი ტელეგრამით და დასძენს, რომ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ. ვოლოდინის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სუროგატი დედების მიერ გაჩენილი 45,000-მდე ბავშვი უცხოეთში იქნა წაყვანილი. "ბავშვთა ტრეფიკინგი მიუღებელია" - აცხადებს ვოლოდინი.
რუსეთის კანონმდებლებმა კანონპროექტი თითქმის ერთხმად მიიღეს პირველ განხილვაზე, მაისში. თუ კანონპროექტი მესამე მოსმენასაც გაივლის, მას პარლამენტის ზედა პალატა განიხილავს და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმოწერით კანონად აქცევს.
უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ იქ თებერვალში შეჭრის შემდეგ რუსეთმა 12 000-მდე ბავშვის იძულებითი დეპორტაცია განახორციელა. რუსეთი ამგვარ იძულებით დეპორტაციას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინიდან რუსეთში ხალხის შედინება ხდება სამოქალაქო პირების უკრაინის სამხედროებისგან დაცვის მიზნით.