უკრაინაში სამ საათზე მეტხანს საჰაერო განგაში იყო
ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე. კონკრეტულ ობიექტს კოზიცკი არ ასახელებს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. აფეთქებები იყო პოლტავის ოლქშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით, 04:24 საათისთვის შეწყდა.

