დღე ისტორიაში – 17 თებერვალი
ფაქტები
2020 წელს ჯეფ ბეზოსმა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად 10 მილიარდი დოლარი გაიღო.
2017 წელს წყნარი ოკეანის სამხრეთში პოტენციური კონტინენტი აღმოაჩინეს.
2012 წელს საბერძნეთში მუზეუმიდან 68 ოლიმპიური არტეფაქტი მოიპარეს.
2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1974 წელს კაიროში ფეხბურთის მატჩზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.
1969 წელს ბობ დილანისა და ჯონი ქეშის საერთო ნამუშევარი “Girl From The North” ჩაიწერა.
1753 წელს შვედეთმა გრიგორიანული კალენდარი შემოიღო.
ცნობილი გამონათქვამები
“რატომ ხდება, რომ დიდებულ მეცნიერებას, რომელიც ადამიანის ცხოვრებას უფრო მსუბუქს და მარტივს ხდის, თან ამდენი უბედურება მოჰყვება? რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად”, – ალბერტ აინშტაინი.
“ვინც თავისუფლებას უსაფრთხოების გამო დათმობს, არც თავისუფლებას იმსახურებს და არც უსაფრთხოებას”, – ბენჟამინ ფრანკლინი.
ცნობილი ადამიანები
1963 წელს ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი დაიბადა.
1991 წელს ინგლისელი მომღერალი ედ შირანი დაიბადა.
განსაკუთრებული დღეები
17 თებერვალს სიკეთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
წყარო/ფოტო: The Fact Site

