ბერბოკი: კანონი არ იძლევა საფუძველს ირანის რევოლუციის გუშაგების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოსაცხადებლად
"ამ ეტაპისთვის ევროკავშირში არ გვაქვს კანონიერი საფუძველი რევოლუციის გუშაგთა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოსაცხადებლად" - უთხრა ბერბოკმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
ევროკავშირს ევროპის პარლამენტი და სხვა უწყებები მოუწოდებენ IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, და მიუთითებენ იმ როლზე, რომელსაც გუშაგთა კორპუსი ასრულებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში.