2023 წლის პირველ კვარტალში უკრაინის მშპ შემცირდა მოსალოდნელზე ნაკლებად, 10,5 პროცენტით
სამინისტროს თანახმად, კლება იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოელოდნენ - რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფად ადაპტირდება მოვლენებთან, რომლებიც მოჰყვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრას.
სამინისტროს თავდაპირველი ვარაუდით, 2023 წლის პირველ კვარტალში მშპ 14,1 პროცენტით უნდა შემცირებულიყო.

