„გაერო გმობს ძალადობას და „თბილისი პრაიდზე“ თავდასხმებს“
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ლისის ტბაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.
„გაერო გმობს ძალადობას და „თბილისი პრაიდზე“ თავდასხმებს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, მის ორგანიზატორებს დააკისროს პასუხისმგებლობა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის, ლგბტქ+ პირებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 8 ივნისს „თბილისი პრაიდს“ ლისის ტბის მიმდებარედ „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაემართა, თუმცა, ადგილზე კონტრაქციის მონაწილეები მივიდნენ და ფესტივალის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით, „პრაიდ ფესტივალის“ ორგანიზატორებს და დამსწრეებს სატრანსპორტო საშუალებით დაატოვებინეს ტერიტორია.

