ქვეყნის აღმოსავლეთში მძაფრი ბრძოლების ფონზე რუსეთმა დრონებით დარტყმა მიაყენა კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს
ამ დროს რუსეთმა განაცხადა, რომ დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფებამ, „ვაგნერმა“ დაასრულა რუსეთის არმიისთვის თავისი იარაღის გადაცემა.
ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორის, იური მალაშკოს ცნობით, ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანზე თავდასხმისას 18 ადამიანი დაშავდა. ამავე ცნობით, მათ შორის ექვსი ბავშვია. მალაშკო Telegram-ით იტყობინება, რომ ზოგიერთი დაშავებული საავადმყოფოში მოათავეს.
მეზობელ ხერსონის ოლქში რუსეთის არმიის თავდასხმის და საცხოვრებელ სახლში ხანძრის დროს დაიღუპა 81 წლის კაცი, ხოლო მისი ცოლი დაშავდა, იტყობინება ხერსონის ოლქის მთავრობის პრესსამსახური.
უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკოვის ოლქში, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საზღვრისპირა სოფელს, სადაც გაჩნდა ხანძარი, რომელმაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია, იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. უფრო ადრე უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის გაშვებული „თვითმკვლელი“ დრონების უმეტესობა უკრაინის ანტისაჰაერო დაცვის მიერ იქნა ჩამოგდებული.

