რატომ მიემგზავრებიან ინგლისის პრინცები სინგაპურში
პრინც უილიამსა და პრინც ჰარის სინგაპურში მოგზაურობა აქვთ ჩანიშნული.
მეფის ორივე ვაჟი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რესპუბლიკაში მიემგზავრება, თუმცა მიზეზი, როგორც ჩანს, სხვადასხვაა.
პრინცი უილიამი, სავარაუდოდ, 7 ნოემბერს გამოვა სინგაპურში 2023 წლის Earthshot Prize Awards-ის ცერემონიალზე, ხოლო Sentebale-მა ორშაბათს გამოაცხადა, რომ პრინცი ჰარი, ითამაშებს 2023 წლის Sentebale ISPS Handa Polo Cup-ში, სინგაპურის პოლო კლუბში.
Earthshot Prize-მა მაისში გამოაცხადა, რომ მესამე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება სინგაპურში. პირველი 2021 წელს ლონდონში გაიმართა, ხოლო მეორე ბოსტონში 2022 წლის დეკემბერში მოეწყო. უელსის პრინცი ორივე ცერემონიას მეუღლესთან, ქეით მიდლტონთან ერთად დაესწრო. ჯერ გაურკვეველია შეუერთდება თუ არა ქეითი მას წლევანდელ ღონისძიებაზე.
წყარო: People

