ბაიდენის თქმით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს
"როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ანგარიშით განახლებული პალესტინელთა ავტონომიის პირობებში, იმ ფონზე, როცა ყველანი ვმუშაობთ ვითარების გადაწყვეტაზე ორი სახელმწიფოს გზით" - ამბობს ბაიდენი 18 ნოემბერს, Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
"არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

