Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„უჭირს ჯდომა, დგომა, წოლა“ - დაკავებული მასწავლებლის ადვოკატები მოითხოვენ, რომ ის კლინიკაში გადაიყვანონ გამოკვლევებისთვის

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში კიდევ უფრო გართულდა და ქალს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ქალაქის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა გამოკვლევებისათვის, რომლებშიც მისმა მკურნალმა ექიმებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ამ მოთხოვნით ნინო დათაშვილის ადვოკატებმა პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ორჯერ მიმართეს.

მეორე წერილი პენიტენციურ დაწესებულებაში 15 ივლისს, მას შემდეგ გააგზავნეს, რაც წინა დღეს საპატიმროში შესულმა ადვოკატებმა ნახეს, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებული იყო და პენიტენციურ დაწესებულებას პირველი მიმართვის შემდეგ, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია:

„პენიტენციურ დაწესებულებას ჯერ კიდევ 8 ივლისს გაგზავნილ წერილში ვწერდით, რომ ნინო დათაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ მას ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კვლავ სჭირდება ქირურგიული ჩარევა და გამოკვლევები.

მოვითხოვეთ, რომ მას დაუყოვნებლივ ესაჭიროება სხვადასხვა პროფილის ექიმის მეთვალყურეობა და სამედიცინო სერვისი. მოთხოვნა იყო, რომ დაუყოვნებლივ ყოფილიყო უზრუნველყოფილი სრული სამედიცინო გამოკვლევა. ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო, რომ მისთვის გამოეყოთ ორთოპედიული ლეიბი, მიეცათ სამედიცინო ე.წ. წელის ქამარი, ასევე ისეთი სიმაღლის მაგიდა, რომელიც აუცილებელია მისი საჭიროებიდან გამომდინარე. საკანში დგას დაბალი მაგიდა და ნინოს უწევს, რომ მაგიდასთან დაჯდეს მოხრილი - იქნება ეს ჭამა თუ წერა.

თუმცა 14 ივლისს რომ შევედით ნინოს სანახავად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი არცერთი მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული. ამიტომ 15 ივლისს გავგზავნეთ განმეორებითი წერილი და მოვითხოვეთ ნინოს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა კვლევებისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი და ნინო დათაშვილის ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერ კიდევ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას იყო ინფორმირებული როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო.

თამარ გაბოძე ამბობს, რომ დაკავებულ მასწავლებელთან საკანში ორჯერ იყო შესული სახალხო დამცველის წარმომადგენელი და შესაბამისად, აპარატს აქვს სრული ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის შესახებ:

„ასევე სახალხო დამცველს გუშინ (15 ივლისს) გავუგზავნეთ წერილი იმის თაობაზე, რომ უკვე ოთხჯერ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შემდეგ უკვე პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება მანდატურების მხრიდან ნინო დათაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, თუმცა არც საგამოძიებო სამსახურიდან და არც პროკურატურიდან რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. სახალხო დამცველის ოფისმა ამ საკითხის მოკვლევა გუშინვე დაიწყო“, - ამბობს თამარ გაბოძე.

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს მისი მეგობარი ნინო კალანდიაც. როგორც ის ამბობს, მას ციხიდან დაურეკა ნინო დათაშვილმა და უთხრა, რომ "ხერხემლის პრობლემის გამო, ცალი ფეხი წართმეული აქვს და უჭირს გადაადგილება. ითხოვს ექიმს".

ნინო კალანდია ითხოვს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან შეხვედრას.

სახალხო დამცველის ოფისში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა ამბობენ, რომ "სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია პროცესში".

სამოქალაქო აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა.

აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას უკეთეს შემთხვევაში დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს.

იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა.

ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.

პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა.

ამ ვიდეოში ჩანს, რა ხდება სასამართლოს დარბაზში: როგორ უწევს ის წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც მათ ქალი სასამართლოდან ძალით გაჰყავთ.

ნინო დათაშვილმა სასამართლოს ეზოდანვე დარეკა 112-ში, ოპერატორს ძალადობის შესახებ შეატყობინა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. თუმცა, როგორც ქალის ადვოკატ თამარ გაბოძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მის ზარზე პოლიციას არც იმ დღეს არ ჰქონია რეაგირება და არც მას მერე.

ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ გამოძიება მანდატურის სამსახურიდან შესული ზარის შემდეგ დაიწყო.

ნინო დათაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომა 7 აგვისტოსაა დანიშნული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России