Добавить новость
World News

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

შალვა პაპუაშვილი: "ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს"

„ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 2025 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვრცელი სტატუსით, რომელშიც ის კიდევ ერთხელ იმეორებს “ქართული ოცნების” თითქმის ყველა პროპაგანდისტულ კლიშეს, მათ შორის ომში ჩათრევას, დასავლეთის შეთქმულებას და აგენტ-აკაცუკებთან ბრძოლას.

“26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი, - წერს პაპუაშვილი, - ჩვენ, ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის, გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ. ამ ძალებმა, ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად განგვიცხადეს, რომ უკეთ იციან, რა სჯობს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, რა გვაქვს სამეცადინო და ჩასაბარებელი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. სამიათასწლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიერება დაგვიწუნეს და უფსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახვევენ თავს. როდესაც საშიშროებასა და რისკებზე ვლაპარაკობდით, ზოგს არ სჯეროდა, რომ ამგვარი ძალები მართლაც არსებობდნენ. უმცირესობაში მყოფმა სკეპტიკოსებმა დაქსაქსულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა. მყარად მდგომმა უმრავლესობამ კი „ქართული ოცნება“ და სამშობლოს ეროვნული ინტერესები აირჩია”.

შალვა პაპუაშვილი ასევე ეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებას. საპროტესტო აქციებსა და მის მიერ სამშობლოს მტრებად გამოცხადებული ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს:

“26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, სამართლიანი არჩევნების სრულიად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგ ჯერზე ხელოვნურად აგორებამ, მარიონეტი ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა. ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება, სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაჰყვნენ”.

შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში ტრადიციულად არ ივიწყებს ევროპის ქვეყნებსა და მათ დიპლომატიურ მისიებს.

“განვლილ წელიწადში, სიახლე და უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ გარკვეული დასავლური ქვეყნებისა და მათი დიპლომატიური მისიების სრულიად უხეში, მზაკვრული და დესტრუქციული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაიხსნა ყველაფერი, რაც იყო დაფარული და როგორ გაცხადდა ის გეგმა, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს გეგმა არ ეხებოდა არც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, არც ხალხის ნების გამოვლენას, მის გაძლიერებას თუ შემდგომ ინტეგრაციას. ეს გეგმა შეიცავდა ნებისმიერ ფასად ეროვნული ხელისუფლების შეცვლის სურვილს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო ყველა ძალა, გავლენის ყველა აგენტი, ღია თუ ფარული, ყველა მედია თუ ენჯეო, უსარგებლო აკაცუკი თუ სასარგებლო იდიოტი”.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო უპირისპირდება ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს, რომელთათვისაც საქართველო, მისი თქმით, მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა.

“ამ ბრძოლაში ფრონტის ხაზი ჩვენს მოქალაქეებზე გადის. ხალხების გონებისთვის მიმდინარე ომში სწორედ ისინი არიან მთავარი სამიზნე – მათი აზრები, ფიქრები, რწმენა და ქცევა. ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური იერიშით, როგორც ბოროტ ძალას სჩვევია, მოწყვლადი პირები დაარწმუნეს, რომ ეროვნული ხელისუფლება თითქოს რუსულია, რომ ომი არ არსებობს, რომ დამარცხებული გამარჯვებულია, ქველმოქმედება ქვეყნის ნგრევაა, ეკონომიკური აღმავლობა კი სიღარიბე”.

პაპუაშვილის თქმით, 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, სიცრუეს და სიმრუდეს.

“სწორედ ამიტომ, დღევანდელ დღეს, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ნამდვილ პატრიოტებს. მადლობა ეკუთვნის ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებას უჭერს მხარს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც აფასებს მშვიდობას, ახსოვს ისტორიის მწარე გაკვეთილები და უკეთესი ხვალინდელი დღე ეიმედება. ჩვენ კი, ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ქვეყნის წინაშე არ გავაცრუებთ, არ ვუღალატებთ, ზურგს არ შევაქცევთ. ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, ყველა ხილული თუ უხილავი მტრისაგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России