ხვალ 10:00 საათიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორის ქუჩის, ოქროყანის ტერიტორიაზე მეფუტკრეობის დასახლების და ოქროყანის „გ“ ზონის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.