საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის დასკვნითი პროცესი იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბექა წიქარიშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა უნდა თქვას, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. თავად ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მისი საქმე არის პრეცედენტული.